10:35 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-31 16:50:07, 559 ნახვა

რეგიონი
მიწის სისტემური რეგისტრაციის საპილოტო პროექტის ფარგლებში, დაბა შუახევში აზომვითი/აგეგმვითი სამუშაოები დასრულდა

მიწის სისტემური რეგისტრაციის საპილოტო პროექტის ფარგლებში,  დაბა შუახევში აზომვითი/აგეგმვითი სამუშაოები დასრულდა.

საჯარო რეესტრის ინფორმაციით, საპილოტო არეალზე სულ  1843 მიწის ნაკვეთი აიზომა. მიწის ნაკვეთების მესაკუთრეებისა და  უფლების დამდგენი დოკუმენტაციის შესახებ საველე ინფორმაციის მოძიება  მიმდინარე წლის სექტემბერში  დასრულდება.  საველე სამუშაოების დასრულების შემდგომ,   მონაცემები საჯაროდ გამოცხადდება.

დაბა შუახევი ერთ-ერთია იმ 12 დასახლებიდან, რომლებშიც, მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, მიწის სისტემური რეგისტრაციის საპილოტო პროექტი მიმდინარეობს.

საპილოტო პროექტი მიწის რეგისტრაციის რეფორმის ნაწილს წარმოადგენს და წინასწარ შერჩეულ არეალებზე სისტემურად და პროაქტიულად მოპოვებული და დამუშავებული მონაცემების საფუძველზე,  მიწის ნაკვეთების რეგისტრაციას ითვალისწინებს.  პროექტის ფარგლებში, საპილოტო არეალებზე სრულად აიზომება და დარეგისტრირდება კერძო, სახელმწიფო და მუნიციპალურ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები; შეიქმნება მონაცემთა ერთიანი ბაზა;  მესაკუთრები, რომლებიც მიწის ნაკვეთებს სათანადო საბუთების არქონის, დოკუმენტებში არსებული ხარვეზების, სამეზობლო დავების, საკადასტრო აზომვითი ნახაზისთვის საჭირო საფასურის  თუ  სხვა მიზეზების გამო ვერ ირეგისტრირებდნენ,  ნაკვეთების რეგისტრაციას უფასოდ, მარტივად და ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე შეძლებენ; ადმინისტრაციული წარმოების პროცესში ყველა დაინტერესებული მხარე ჩაერთვება.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ივანიშვილის წარმომადგენელს სეფაშვილს ჰგონია, რომ სამთავრობო იმედისთვის აკრედიტაციის შეჩერება დემოკრატიის აკრძალვაა
აშშ-მ პოლონეთში 4000-ზე მეტი სამხედროს განთავსება გააუქმა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics