04:49 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-29 16:27:38, 731 ნახვა

საზოგადოება
ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი: კაშიას ყველანაირ მხარდაჭერას ვუცხადებთ

„ვეწინააღმდეგებით ყოველგვარი სახის დისკრიმინაციას, ძალადობას და გვერდში ვუდგავართ გურამს“, - ამის შესახებ ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა, ნიკოლოზ ჯღარკავამ განაცხადა.

ჯღარკავას თქმით, ფეხბურთის მმართველმა ორგანო ყველანაირ ძალადობას გმობს და გურამ კაშიას სრულ მხარდაჭერას უცხადებს.

„ეს ჯილდო ძალიან მნიშვნელოვანია ფეხბურთის ფედერაციისთვის, პირველ რიგში, გურამისთვის და ასევე დიდი მნიშვნელობის მქონეა ზოგადად, ჩვენი ქვეყნისთვის. რაც შეეხება ამ ამბის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს, ფეხბურთის ფედერაციის პოზიცია უცვლელია. ჩვენ კვლავ ვეწინააღმდეგებით ყოველგვარი სახის დისკრიმინაციას, ძალადობას და გვერდში ვუდგავართ გურამს მის ამ გადაწყვეტილებაში და ყველანაირ მხარდაჭერას ვუცხადებთ“,  - განაცხადა ნიკოლოზ ჯღარკავამ.

შეგახსენებთ, შეურაცხმყოფელი განცხადებების გამო, გურამ კაშიამ Facebook-ის საკუთარი გვერდი წაშალა, ხოლო ინსტაგრამის ანგარიში მხოლოდ გამომწერებისთვის გახადა ხელმისაწვდომი.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
დემოკრატი სენატორი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მოუწოდებს „ლინდსი გრეჰემის ხსოვნისადმი“
ირანი აცხადებს, რომ ქუვეითში ამერიკული HIMARS-ის რაკეტმზიდები გაანადგურა
გარემოს ეროვნული სააგენტო -თელავში მოსულმა უხვმა ატმოსფერულმა ნალექმა მდინარე თელავისხევის აუზში ღვარცოფული პროცესების მკვეთრი გააქტიურება გამოიწვია
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics