19:19 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-24 11:41:15, 1171 ნახვა

პოლიტიკა
მერკელი - ჰიბრიდული ომი არის რუსული გეგმები, დეზინფორმაცია, რომლითაც რუსეთის მოსახლეობის ზომბირება ხდება

ჰიბრიდული ომის წარმოება, ეს არის რუსული გეგმები და დეზინფორმაცია, რომლითაც რუსეთის მოსახლეობის პრაქტიკულად ზომბირება ხდება, – ამის შესახებ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერმა, ანგელა მერკელმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

მას სტუდენტმა ჰკითხა, რა საგარეო პოლიტიკური მექანიზმი მიაჩნია ყველაზე ეფექტიანად რუსულ „რბილ ძალასთან“ გასამკლავებლად.

„რუსეთმა მიიღო გადაწყვეტილება, ასე ვთქვათ, სამხედრო დოქტრინაზე გააკეთოს აქცენტი. ჰიბრიდული ომის წარმოება, ეს რუსული გეგმები და მიზანმიმართული დეზინფორმაციაა, სადაც რუსეთის მოსახლეობის პრაქტიკულად ზომბირება, არასწორი მიმართულებით წაყვანა ხდება. ცრუ და არასწორი ინფორმაცია გერმანიაშიც ვრცელდება “, – აღნიშნა კანცლერმა.

მისივე თქმით, გერმანიაში მთავრობას საინფორმაციო მონოპოლია არ აქვს და მედია თავისუფალია.

„ჩვენ არ გვაქვს საინფორმაციო მონოპოლია. გერმანიაში მედია თავისუფალი და მრავალმხრივია. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია ფაქტები, ფაქტებზე ყურადღების გამახვილება, ხაზგასმა იმისა, რა არის მცდარი. ძალიან ხშირად ჭორები ვრცელდება, ძალიან ხშირად ხდება ამაზე ადეკვატური რეაგირება და ორთაბრძოლის მოგება, მაგრამ გარკვეული არგუმენტები უნდა წამოაყენო, უნდა გააბათილო, უნდა დაასაბუთო და სწორი ინფორმაცია გაავრცელო. პრიორიტეტი არის დამოუკიდებელი მასმედია, ფაქტები და ჭორების მაქსიმალურად გაბათილება“, – განაცხადა ანგელა მერკელმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსეთის უდიდესმა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ დრონებით თავდასხმის შემდეგ მუშაობა შეაჩერა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
რუტე: მომავალი წლისთვის ალიანსს ექნება შესაძლებლობა, ყოველწლიურად 4 მლნ-მდე ჭურვი აწარმოოს
დონალდ ტრამპი ანკარაში ჩავიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics