19:19 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-24 10:43:34, 1038 ნახვა

პოლიტიკა
ანგელა მერკელი - მე ვთქვი, რომ ეს არის ოკუპაცია, რომელიც რჩება უდიდეს უსამართლობად

„მე ვთქვი, რომ ეს არის ოკუპაცია, ოკუპირებული ტერიტორია", - ასე უპასუხა გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა თსუ-ს სტუდენტის კითხვას ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებით.

„კითხვებზე პასუხისას ორი დღეა უკვე იყენებთ შეფასებას - „უსამართლო მდგომარეობა“, არ იყენებთ სიტყვა „ოკუპაციას“. ტერმინ „ოკუპაციასთან“ რამე პრობლემა არის თუ რატომ არ იყენებთ?", - მიმართა სტუდენტმა ანგელა მერკელს.

საპასუხოდ მერკელმა განაცხადა: "მე ვთქვი, რომ ეს არის ოკუპაცია. ჩემი პასუხი არის ის, რომ ქვეყნის 20% არის ოკუპირებული და ეს რჩება უდიდეს და უხეშ უსამართლობად“.

 

კანცლერის პასუხს დარბაზში აპლოდისმენტები მოჰყვა.

„გუშინ მე აღვნიშნე, რომ ტერიტორიული მთლიანობა არის წინაპირობა. მე ვსაუბრობდი უკრაინულ საზღვრებზე და აპრიორი მოიაზრება საქართველოს სახელმწიფო საზღვარი. აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი არის საქართველოს განუყოფელი ნაწილი“, - აღნიშნა ანგელა მერკელმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსეთის უდიდესმა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ დრონებით თავდასხმის შემდეგ მუშაობა შეაჩერა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
რუტე: მომავალი წლისთვის ალიანსს ექნება შესაძლებლობა, ყოველწლიურად 4 მლნ-მდე ჭურვი აწარმოოს
დონალდ ტრამპი ანკარაში ჩავიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics