|
2018-08-24 01:59:51, 1284 ნახვა
პოლიტიკა
მამუკა ბახტაძემ ანგელა მერკელს ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერ ანგელა მერკელსა და სამთავრობო დელეგაციას, რომელიც თბილისში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. მთავრობის მეთაურმა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერს საქართველოში სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა და გერმანელი და ქართველი ხალხის მეგობრობაზე გაამახვილა ყურადღება. „ჩვენთვის დიდი პატივია, ვუმასპინძლოთ ჩვენს მეგობრებს გერმანიიდან. ასი წლის წინ სწორედ ამ ქალაქში საქართველოს პირველი რესპუბლიკა დაარსდა. ნიშანდობლივი, თუმცა არც თუ ისე გასაკვირია, რომ გერმანია პირველი ქვეყანა იყო, ვინც ჩვენი დამოუკიდებლობა აღიარა. ახლა, ასი წლის შემდეგ იმავე ადგილას ვიმყოფებით ევროპული ოჯახისკენ მიმავალ გზაზე. უდავოა, რომ ეს გზა გამოწვევებით იყო აღსავსე, თუმცა მეგობრები გვყავს - ნამდვილი მეგობრები - რომლებიც ამ გზაზე გვეხმარებიან. ჩვენთვის ძალიან ემოციურია დიდი ხნის წინ მიღებული გადაწყვეტილების შეფასება. ამ მიზნისკენ სავალი გზა გამოწვევებით არის სავსე, თუმცა ვიცით, რომ მეგობრები გვყავს", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ. ოფიციალური ვახშამი კულტურულ პროგრამასაც მოიცავდა, რომელშიც ანსამბლი „შვიდკაცა", ნიკოლოზ რაჭველი ორკესტრთან ერთად, „სუხიშვილები" და ნატო მეტონიძე მონაწილეობდნენ. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერმა ფუნიკულიორამდე ტრამვაით იმგზავრეს და თბილისის ხედები დაათვალიერეს.
რუსეთის უდიდესმა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ დრონებით თავდასხმის შემდეგ მუშაობა შეაჩერა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
რუტე: მომავალი წლისთვის ალიანსს ექნება შესაძლებლობა, ყოველწლიურად 4 მლნ-მდე ჭურვი აწარმოოს
დონალდ ტრამპი ანკარაში ჩავიდა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)