|
2018-08-23 16:06:24, 1518 ნახვა
ეკონომიკა
ჩერქეზიშვილი: ანგელა მერკელის ვიზიტი დიდი პოლიტიკური მნიშვნელობის გარდა, ეკონომიკური თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანია
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, გიორგი ჩერქეზიშვილის განცხადებით, გარდა იმ დიდი პოლიტიკური მნიშვნელობისა, რომელიც გერმანიის კანცლერის ვიზიტს ახლავს თან, ის ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანია. როგორც ჩერქეზიშვილმა აღნიშნა, კანცლერთან ერთად საქართველოში ჩამოვიდნენ საკმაოდ მსხვილი ბიზნესკომპანიები, რომლებთანაც შედგება შეხვედრები და მათ საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის შესახებ მიეწოდებათ ინფორმაცია. სამინსიტროს ცნობით, გერმანიის ფედერალური კანცლერის ანგელა მერკელის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით 23-24 აგვისტოს თბილისში მრგვალი მაგიდის ფორმატში ქართულ-გერმანული ბიზნესშეხვედრები გაიმართება. ასევე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში დღეს გერმანული ბიზნესექტორის წარმომადგენლებს შეხვდებიან. მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა საქართველოს რკინიგზასა და „დოიჩე ბან“-ს შორის დაწყებულ მოლაპარაკებებზე. „მხარეებს შორის მოლაპარაკებები ჯერ კიდევ დღევანდელი პრემიერის, საქართველოს რკინიგზის დირექტორის პოზიციაზე ყოფნის დროს იყო დაწყებული და უფრო მჭიდრო ეტაპზე გადადის. „დოიჩე ბან“-ის წარმომადგენლები ჩამოდიან ამ ვიზიტის ფარგლებში და ხვალ ჩვენ და საქართველოს რკინიგზას მათთან შეხვედრა გვექნება“, - აღნიშნა გიორგი ჩერქეზიშვილმა. გიორგი ჩერქეზიშვილის თქმით, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვიზიტის ფარგლებში ხელი ეწერება KFW-სა და საქართველოს ნავტობისა და გაზის კორპორაციას შორის მიწისქვეშა გაზსაცავის მშენებლობის პროექტთან დაკავშირებით. მისი განცხადებით, ეს პროექტი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია საქართველოსთვის როგორც წმინდა ეკონომიკური, ისე ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების თვალსაზრისით. როგორც გიორგი ჩერქეზიშვილი აღნიშნავს, გერმანია საქართველოსთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორია. მისი ინფორმაციით, ქართული ექსპორტი ევროკავშირში, გასული 7 თვის განმავლობაში 20%-ზე მეტით იქნა გაზრდილი, მათ შორის გერმანიაში ქართული ექსპორტის ზრდის წილი 36%-მდეა. „მნიშვნელოვანია, რომ ეს არის დივერსიფიცირებული და საკმაოდ ფართო პროდუქციაა. ამ ვიზიტისას კიდევ ერთხელ დაფიქსირდება, რომ საქართველო საუკეთესო ქვეყანაა რეფორმების და საინვესტიციო მიმზიდველობის კუთხით. ეს არის ჩვენი მთავარი პრიორიტეტი, რომელსაც ჩვენ კიდევ ერთხელ გავაცნობთ და გვექნება საუბარი ამ კომპანიებთან ამ ვიზიტის განმავლობაში“, - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ.
(NS)
რუსეთის კიდევ შვიდ რეგიონში ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დაწესდა
კარაფანო: ივანიშვილისთვის დაწესებული სანქციები დაპირებებით არ მოიხსნება, ბურთი "ოცნების" მოედანზეა
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
ძალოვანებმა პუტინს შესთავაზეს სახელმწიფო დუმის არჩევნების გაუქმება ეკონომიკური პრობლემებისა და დრონების თავდასხმების გამო
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)