|
2018-08-18 10:37:35, 672 ნახვა
რეგიონი
გურიაში აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებებს სოფლის მეურნეობის მინისიტრის მოადგილე გაეცნო
ღონისძიებების მიმდინარეობას და არსებული ვითარებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისიტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილი ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრაზე გაეცნო, - ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ გარემო დაცვისა და სოფილის მეოურენეობის სამინისტროდან აცნობეს. „გურიაში შეხვედრები გვქონდა მოსახლეობასთან. ასეთი შეხვედრებით ვიგებთ, რომ აზიურ ფაროსანას წინააღმდეგ დაგეგმილი სამთავრობო პროგრამა წარმატებით მოქმედებს. მნიშვნელოვნადაა შემცირებული მავნებლის პოპულაცია და გავლენა სასოფლო-სამეურნეო კულტურებზე. შეხვედრებზე დაისვა მწვავე შეკითხვებიც. გამოიკვეთა, რომ მოსახლეობის მხოლოდ მცირე ნაწილმა ჩაატარა აგროღონისძიებები სოკოვანი და ბაქტერიული დაავადებების წინააღმდეგ. შესაბამისად, მათ მიიღეს ძალიან კარგი მოსავალი; სამწუხაროდ, დიდმა ნაწილმა არ გაიზიარა სახელმწიფოს მიერ გაცემული რეკომენდაციები. მოსახლეობის ამ ნაწილს წელს მოსავალი გაუფუჭდა. ხარისხიანი მოსავლის მისაღებად, აუცილებელია მოსახლეობამ გააცნობიეროს საკუთარი ჩართულობის მნიშვნელობა და სამომავლოდ ჩვენი სპეციალისტების რეკომენდაციების დაცვით განახორციელონ აგროღონისძიებები. მნივნელოვანია აღინიშნოს, რომ სოფლებში მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრებზე, გარკვეული პოლიტიკური დაჯგუფებების მხრიდან იყო მცდელობა ფაროსანასთან ბრძოლის საკითხების განხილვა პოლიტიკურ ჭრილში გადასულიყო. ისინი საზოგადოებას არასწორ ინფორმაციას აწვდიან; აღნიშნული ინფორმაციები, გადამოწმების შემდეგ, არ დასტურდა. უნდა ითქვას, რომ მიწოდებული ცრუ ინფორმაციის გამო, მოსახლეობის გარკვეულმა ნაწილმა არ შეწამლა პლანტაციები და ყანები, არ მოუარა მოსავალს და, შესაბამისად, დაზარალდა“, - განაცხადა გიორგი ხანიშვილმა. მინისტრის მოადგილემ მოსახლეობისგან პირადად მოისმინა ინფორმაცია იმ საკითხების შესახებ, რომელიც ადგილობრივებს აწუხებთ. ფერმერები თხილის დაბალი ხარისხის მოსავალს უჩივიან, რაც, ძირითადად, სოკოვანი და ბაქტერიული დაავადებების შედეგია. გიორგი ხანიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აზიური ფაროსანასთან ბრძოლის სახელმწიფოს მიერ შემუშავებული სტრატეგია წარმატებით მიმდინარეობს, თუმცა, კვლავ პრობლემაა მოსახლეობის მიერ აქტიური ჩართულობა და მათ მიერ სხვა დაავადებების საწინააღმდეგო ღონისძიებების გატარება. ოზურგეთისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტებში გამართულ შეხვედრებს გურიის გუბერნატორი მერაბ ჭანუყვაძე და სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი ესწრებოდნენ. (NS)
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)