|
2015-06-04 15:11:55, 397 ნახვა
პოლიტიკა
კვირიკაშვილი: მთავრობა მსუბუქი ავტომობილების ტექდათვალიერების სისტემის ეტაპობრივ დანერგვაზე მუშაობს
მთავრობა მსუბუქი ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირების სისტემის ეტაპობრივ დანერგვაზე მუშაობს, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა. „ჩვენ ვმუშაობთ ეტაპობრივ დანერგვის მოდელზე. კონკრეტულ ვადებზე დღეს პასუხს ვერ ვიტყვი, თუმცა ტექნიკური ინპექტირების სისტემის ეტაპობრივად დანერგვა აუცილებლად უნდა მოხდეს“, - აღნიშნა კვირიკაშვილმა. ცნობისთვის, პარლამენტში მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის თანახმად, მსუბუქი ავტომობილები 2 წელიწადში სავალდებულო პერიოდულ ტესტირებას დაექვემდებარებიან. 2017 წლის 31 დეკემბრამდე კი მსუბუქ ავტომობილებისთვის პერიოდული ტესტირების გავლა ნებაყოფლობითი იქნება.
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)