|
2018-08-16 15:34:52, 1463 ნახვა
პოლიტიკა
ციხელაშვილი: აფხაზებთან და ოსებთან დიალოგი აუცილებელია
„დიალოგი აფხაზებთან და ოსებთან აუცილებელია. ამის შესახებ მზაობა არაერთხელ გამოგვითქვამს და ცხადია, ღია ვართ“, - ასე გამოეხმაურა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, ქეთევან ციხელაშვილი ოკუპირებული აფხაზეთის ყოფილი ე.წ. პრემიერ-მინისტრის სერგეი შამბას განცხადებას. მინისტრის თქმით, ახალ შესაძლებლობებს აჩენს ასევე სამშვიდობო ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“, რომელიც ახლახან წარმოადგინეს და რომელიც მიმართულია კონფლიქტით დაშორიშორებულ საზოგადოებებს შორის კონტაქტების წახალისების, ურთიერთობების გაღრმავების, საერთო ინტერესების გარშემო თანამშრომლობისა და დიალოგის გაშლისკენ. „ამგვარი დიალოგი ჩვენი სამშვიდობო პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებადაა მონიშნული. შესაბამისი ფორმის განსაზღვრა კი, სხვადასხვა დონეზე, აბსოლუტურად შესაძლებელია, პოლიტიზების გარეშე, რისი გამოცდილებაც თავადაც გვაქვს, თუ სხვებს არ დავესესხებით. აქამდეც არაერთხელ მითქვამს, რომ ეს ერთადერთი და უალტერნატივო გზაა მშვიდობისა და უკეთესი მომავლისთვის, რაც საერთო მისწრაფებაა. ეს გზა აუცილებლად გულისხმობს დაპირისპირებების დაძლევას დიალოგის გზით, რაც თავის მხრივ, კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საფუძველია“, - განაცხადა ციხელაშვილმა. შეგახსენებთ, რომ ოკუპირებული აფხაზეთის ყოფილმა ე.წ. პრემიერ-მინისტრმა, სერგეი შამბამ განაცხადა, რომ ქართველები მტრად არ მიაჩნია და საქართველოში მეგობრებიც ჰყავს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)