|
2018-08-16 13:11:48, 1223 ნახვა
პოლიტიკა
სერგეი შამბა: საქართველოსთან დიალოგის დაწყების დროა
„საქართველოსთან დიალოგის დაწყების დროა“ - ამის შესახებ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ყოფილმა ე.წ პრემიერ-მინისტრმა, „დეპუტატმა“ სერგეი შამბამ რადიოსადგურ Эхо Москвы-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. შამბა აცხადებს, რომ ქართველებს მტრებად არ მიიჩნევს და საქართველოში მეგობრები ჰყავს. „შეიძლება ითქვას, საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლის დროს ლიდერი ვიყავი, მაგრამ პირველმა დავიწყე საუბარი რომ დროა, რამენაირად დავიწყოთ დიალოგი და ვიფიქროთ ერთობლივ მომავალზე, იმ გაგებით, რომ მეზობელი ერები ვართ და ეს ჩვენი ბედისწერით არის განპირობებული. მეზობელ ერებს შორის ომი მარტო ჩვენ არ გვქონდა. ოდესღაც ევროპელებიც ეომებოდნენ ერთმანეთს. მაგრამ დგება დრო, როდესაც საჭიროა ურთიერთობების დალაგება. ვფიქრობ, ახლა საქართველოსთანაც შეიძლება ასეთი დიალოგის დაწყება. ქართველებს მტრებად არ მივიჩნევ. საქართველოში მყავს მეგობრები. დიახ, გვქონდა ეთნიკური კონფლიქტი, მაგრამ მეტწილად ის მაინც პოლიტიკური იყო“, - განაცხადა შამბამ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)