|
2018-08-13 14:13:52, 1130 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: „ქართული ოცნება“ თავისი კანდიდატით ამ არჩევნებში არ წარდგება
„საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით ჩვენი პოზიციის დაფიქსირება არ გვეჩქარება. გვაქვს ვადა, თითქმის ერთი თვე და შესაბამისად ვიმოქმედებთ, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. პარლამენტის თავჯდომარემ დაადასტურა, რომ საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით გუნდში აზრთა სხვადასხვაობა იყო. „ჩვენ არ გვეჩქარება ჩვენი პოზიციის დაფიქსირება საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით, გვაქვს ვადა, 8 სექტემბრამდე, თითქმის ერთი თვე და შესაბამისად ვიმოქმედებთ. იყო გარკვეული გარკვეული აზრთა სხვადასხვაობა, როცა განხილვა წარიმართებოდა. იყვნენ ადამიანები უმრავლესობაში, რომელთან მიაჩნდათ, რომ ჯობდა ჩვენი მხრიდან ყოფილიყო დაყენებული კანდიდატი, თუმცა მთლიანობაში საბოლოოდ ერთხმად მივიღეთ გადაწყეტილება იმის თაობაზე, რომ „ქართული ოცნება“ არ წარდგება თავისი კანდიდატით ამ არჩევნებში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)