15:56 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-07 16:07:20, 998 ნახვა

პოლიტიკა
აშშ-ის საელჩო: საქართველო, ჩვენ თქვენს გვერდით ვართ

2008 წლის აგვისტოს ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით ამერიკის შეერტებული შტატების საელჩო საქართველოში განცხადებას ავრცელებს. 

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ათი წლის წინ, რუსეთი საქართველოს სუვერენულ სახელმწიფოში შეიჭრა.

"კონფლიქტმა ასობით ადამიანი იმსხვერპლა, ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე აიძულა, საკუთარი სახლი დაეტოვებინა და დაიწყო დამანდგრეველი ოკუპაცია, რომელმაც საქართველოს ტერიტორიის ოცი პროცენტი მოიცვა. ომის შედეგად დევნილები ჯერ კიდევ ვერ უბრუნდებიან საკუთარ სახლებს. ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობას კი წაერთვა შესაძლებლობა, მონაწილე ყოფილიყო ბოლო ათწლეულის განმავლობაში მიღწეული ქვეყნის მნიშვნელოვანი ეკონომიკური და პოლიტიკური პროგრესისა. ოკუპაცია ათი წელია გრძელდება - ათი ხანგრძლივი წელი. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას საქართველოს მთავრობასა და ხალხთან, ასევე, ჩვენს მეგობრებთან და მოკავშირეებთან, რათა ერთად უზრუნველვყოთ მსოფლიოს უწყვეტი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. საქართველო, ჩვენ თქვენ გვერდით ვართ", - აღნიშნულია განცხადებაში. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინის გენშტაბი რუსეთში დაბომბილი სტრატეგიული ობიექტების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
TV Pirveli: ტერიტორია, სადაც მიწა ჩამოიშალა ჯუანშერ ბურჭულაძის ოჯახს ეკუთვნის
საქართველოს ბანკის 29-ე თანამედროვე ბიბლიოთეკა სოფელ ჭვანის საჯარო სკოლაში გაიხსნა
მოსკოვის მერის თქმით, რუსეთის დედაქალაქზე დრონებით იერიში მიიტანეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics