14:47 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-06 15:36:45, 701 ნახვა

პოლიტიკა
სააკაშვილი: მხოლოდ სრულ იდიოტებს შეუძლიათ იმის თქმა, რომ 2008 წელს ომი საქართველომ დაიწყო (ვიდეო)

მხოლოდ სრულ იდიოტებსა და დებილებს შეუძლიათ იმის თქმა, რომ 2008 წელს ომი საქართველომ დაიწყო, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა Настоящее Время-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. 

როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, რუსეთის მიზანი საქართველოს ხელისუფლების დამხობა და სახელმწიფოებრიობის განადგურება იყო.

"საქართველოში შეჭრის მიზანი არ იყო მხოლოდ თავდასხმა საქართველოზე, როგორც ქვეყანაზე, არამედ ეს იყო თავდასხმა ჩვენს სახელმწიფოებრიობაზე, რადგან მაშინ ქვეყანაში უამრავი, რუსეთისთვის არასასიამოვნო რეფორმა ხორციელდებოდა. მიზანი იყო თბილისის აღება, ხელისუფლების შეცვლა და საქართველოს როგორც სახელმწიფოს გაუქმება. ამორალურია იმის თქმა, რომ ომი საქართველომ დაიწყო, ვინაიდან ამის საპირისპირო უამრავი მასალა არსებობს. ჰკითხეთ რუს დედებს, ვის შვილებსაც აგზავნიდნენ, ჰკითხეთ პოლკოვნიკ კაზაჩენკოს, რომელიც დილის 03:00 საათზე ხეობაში თავის პოლკთან ერთად შემოვიდა. ბაღაფში ცოცხალი რომ ყოფილიყო მისთვისაც შეიძლებოდა ამ კითხვის დასმა, როდესაც 24 საათით ადრე განაცხადა, რომ ის დააწყნარეს, რადგან რუსული ჯარები უკვე საქართველოს ტერიტორიაზე იყვნენ. ამ ყველაფრის შემდეგ თუ ვინმე კიდევ ამ კითხვას მისვამს, ის ნაძირალა, დებილი ან იდიოტია", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუტემ სამხედრო შესყიდვებისთვის ნატოს „ერთიანი ფანჯრის“ შექმნის შესახებ განაცხადა
„ბლუმბერგი“: ევროპა არ ელის, რომ ტრამპი რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს დააწესებს ან უკრაინას დახმარებას გაუწევს
დამასკოში, ტურიზმის სამინისტროსთან ორი აფეთქების შედეგად 18 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ოთხი პოლიციელია
მარიჯანის ქუჩის მაცხოვრებლებს ექსპერტებმა ზეპირსიტყვიერად განუცხადეს, რომ ევაკუაცია არ მოხდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics