14:46 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-05 17:05:15, 826 ნახვა

პოლიტიკა
მამუკა ბახტაძე - გვაქვს მნიშვნელოვანი გეგმები, რომ მოვახდინოთ ბათუმის ურბანული განვითარება

2020 წლის შემოდგომაზე ბათუმს UEFA-ს სტანდარტების ახალი სტადიონი ექნება, - საერთაშორისო საფეხბურთო სტადიონის სამშენებლო სამუშაოები პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარესთან ერთად დაათვალიერა. 
ამ ეტაპზე რკინა-ბეტონის სამუშაოები მიმდინარეობს. უახლოეს დღეებში კი იარუსების  მოწყობა დაიწყება. სექტემბრიდან დაგეგმილია ლითონის კონსტრუქციების სამუშაოები, რაც სტადიონის გადახურვას მოიცავს. 
"ეს უმნიშვნლოვანესი პროექტი საშუალებას მოგვცემს, ბათუმში ვუმასპინძლოთ ძალიან მნიშვნელოვან ღონისძიებებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სპორტული ღონისძიებების ჩასატარებლად, არამედ მეტი ტურისტის მოსაზიდად ქალაქში და ზოგადად აჭარაში. ამასთან ერთად, ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი გეგმები, რომ მოვახდინოთ ბათუმის ურბანული განვითარება, დავამკვიდროთ ევროპული სტანდარტები. სტადიონი არის ნებისმიერი წარმატებული ევროპული ქალაქის აუცილებელი ატრიბუტი. აქედან გამომდინარე, ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვახორიელებთ მონიტორინგს, რომ ეს პროექტი ვადაში დასრულდეს", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ. 
20 ათას მაყურებელზე გათვლილი საერთაშორისო საფეხბურთო სტადიონის მშენებლობაზე200 ადამიანია დასაქმებული, რომელთა რაოდენობა სექტემბრიდან 250-მდე გაიზრდება. მთლიანად, მშენებლობის პროცესში ჯამში 500 ადამიანი დასაქმდება. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუტემ სამხედრო შესყიდვებისთვის ნატოს „ერთიანი ფანჯრის“ შექმნის შესახებ განაცხადა
„ბლუმბერგი“: ევროპა არ ელის, რომ ტრამპი რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს დააწესებს ან უკრაინას დახმარებას გაუწევს
დამასკოში, ტურიზმის სამინისტროსთან ორი აფეთქების შედეგად 18 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ოთხი პოლიციელია
მარიჯანის ქუჩის მაცხოვრებლებს ექსპერტებმა ზეპირსიტყვიერად განუცხადეს, რომ ევაკუაცია არ მოხდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics