|
2018-08-03 16:26:54, 975 ნახვა
საზოგადოება
თუშეთში „მეცხვარის დღე“ გაიმართა
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს და ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, „მეცხვარის დღე - თუშეთობა 2018“ გაიმართება. „მეცხვარის დღე - თუშეთობა 2018“ ტრადიციული დღესასწაულია, რომელიც ყოველი წლის აგვისტოში, თუშეთის ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრთან იმართება. წელს ღონისძიებაში, დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან ერთად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოც მიიღებს მონაწილეობას. ვიზიტორთა ცენტრის ეზოში დაცული ტერიტორიების სააგენტოს საინფორმაციო სტენდები და ინტერაქციული ბანერები განთავსდება, სადაც სტუმრებს ფოტოების გადაღება შეეძლებათ. ასევე მოეწყობა დაცული ტერიტორიების ამსახველი ფოტოგამოფენა. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება ხალხური რეწვის ადგილობრივი და მოწვეული ოსტატების ნამუშევრები; მოეწყობა თუშურ-მწყემსური ყოფა-ცხოვრების ამსახველი ტრადიციული კუთხე. სტუმრებს საშუალება ექნებათ დააგემოვნონ თუშური კერძები და ჩაერთონ მომზადების პროცესში. „მეცხვარის დღე - თუშეთობა 2018-ის“ ფარგლებში, სპორტული ღონისძიებებიც გაიმართება. მოეწყობა დოღი და მშვილდოსნობის კუთხე. ბავშვებისთვის ხრიდოლის ფედერაციის წევრები ტრადიციული ქართული თამაშების სივრცეს მოაწყობენ; გაიმართება ქართული საბრძოლო ხელოვნების საჩვენებელი წარმოდგენაც. „მეცხვარის დღე - თუშეთობა 2018“ სოფო ბათილაშვილის , ზვიად ბოლქვაძისა და ჯგუფის „ნიუტონი“ კონცერტით დასრულდება.
(NS)
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
სიკორსკი: რუსეთს პოლონეთზე თავდასხმის რესურსები არ აქვს, მაგრამ ისინი რაღაცას ამზადებენ
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეტევითი ოპერაციებისთვის სახმელეთო რობოტების გამოყენება დაიწყეს
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)