|
2018-08-03 14:32:58, 989 ნახვა
კომენტარი
შოთაძე: მიმაჩნდა, რომ მირზა სუბელიანის გადადგომის არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა
საქართველოს ყოოფილი მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის განცხადებით, მირზა სუბელიანის გადადგომის არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა. ამასთან, შოთაძის თქმით, სუბელიანმა ითანამშრომლა გამოძიებასთან და შვილის დაკითხვას დაესწრო. კომისიის წევრების მხრიდან ყოფილი მთავარი პროკურორის მიმართ დაისვა შეკითხვა, გასცა თუ არა მან განკარგულება, რომ დადგენილიყო სუბელიანის როლი მომხდარ ფაქტში, რაზეც ირაკლი შოთაძემ განმარტა, რომ რადგან ბავშის მამა იყო პროკურატურის თანამშრომელი, პირველ რიგში მან გასცა განკარგულება, დადგენილიყო რა როლი ჰქონდა არასრულწლოვანს მკვლელობის ნაწილში: „ვინაიდან ჩვენი თანამშრომლის შვილი ფიგურირებდა, გავეცი მე კონკრეტული მითითება, მაგრამ იმ მითითების გაცემა, რომ გამოიკვეთოს ბრალდებული მითუმეტეს მკვლელობის საქმეზე, იქ ჩემი ჩარევის საჭიროება არა არსებობს და არ არსებობს არც ერთ შემთხვევაში. მაგრამ ამ შემთხვევაში იყო კონკრეტული ფაქტი, სადაც საუბარი იყო მირზა სუბელიანის შვილის შესაძლო მონაწილეობაზე და ჩემთვის განსაკუთრებული ინტერესის ობიექტს წარმოადგენდა. ჩემი მოსაზრება დღევანდელი გადმოსახედიდან ის არის, რომ ჩატარდა ყველსა საგამოძიებო მოქმედება და დადგინდა, რომ მირხა სუბელიანის შვილს არანაირი შემხებლობა არ ჰქონდა ჩადენილ მკვლელობასთან. ეს არის ჩემი პასუხი“, - აღნიშნა შოთაძემ. გარდა ამისა, კომისიის წევრები დაინტერესდნენ, რამდენად სწორი გადაწყვეტილება მიიღო სუბელიანმა, როდესაც თანამდებობა დატოვა. „რაც შეეხება კონკრეტულად ამ ფაქტს, მირზა სუბელიანმა მოგვმართა განცხადებით გადადგომაზე და მე დავუკმაყოფილე ეს განცხადება. ეს იყო მისი გადაწყვეტილება და არ ვაპირებ ამის შეფასებას... მე რომ ვყოფილიყავი მირზა სუბელიანის ადგილზე, მეც მივიღებდი ანალოგიურ გადაწყვეტილებას, რათა პროკურატურა ამერიდებინა შესაბამისი ზიანისგან,“ - განაცხადა ირაკლი შოთაძემ. რაც შეეხება, სუბელიანის განცხადებას, რომლის თანახმადაც ირაკლი შოთაძემ მას უთხრა, რომ გადადგომას ჩქარობდა, ყოფილმა მთავარმა პროკურორმა აღნიშნული განცხადების გაკეთება დაადასტურა. „მე მიმაჩნდა, რომ მირზა სუბელიანის გადადგომის არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა,“ - განაცხადა ირაკლი შოთაძემ.
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
„არმია იარაღს კრემლის წინააღმდეგ მიმართავს“ უკრაინასთან ომის ვეტერანმა პუტინის წინააღმდეგ სამხედრო ამბოხება იწინასწარმეტყველა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)