|
2018-08-02 18:25:00, 1868 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის შესარჩევად კონსულტაციებს 6 აგვისტოდან დაიწყებს
„ნიშანდობლივია ნინო გვენეტაძის განცხადება, როდესაც ქვეყნის პირველი მოსამართლე ამბობს, რომ ის ძალადობის მსხვერპლია. მე მინდა რომ ეს გადადგომაც არ იყოს ისევე მიჩქმალული, როგორც ბევრი მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენა ჩვენს ქვეყანაში“, - ამის შესახებ პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. პრეზიდენტის თქმით, ის მომავალი კვირიდან დაიწყებს კონსულტაციებს ახალი უზენასი სასამართლოს თავჯდომარის შერჩევისთვის. „სასამართლო სისტემაში უმაღლესი თანანმდებობის პირის მიერ პოსტის დატოვება არის უაღრესად მნიშვნელოვანი საკითხი, მაგრამ ხდება განსაკუთრებით რთული თუ თვალს მივადევნებთ, იმ მოვლენებს, რომელიც ამ გადაწყვეტილებას წინ უსწრებდა. არაერთი მოსამართლე ან იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი ხაზს უსამდა იმ მძიმე ფონს, რომელიც არის სასამართლო სისტემაში. იგივე საკითხზე ჩვენ ყოველდღიურად გვესმის კრიტიკა და შეშფოთება, ჩვენი საერთაშორისო პარტინორებისაგან და მეგობრებისგან, მაგრამ ყველაზე ნიშანდობლივი არის თავად, ქალბატონი ნინოს განცხადება, როდესაც ქვეყნის პირველი მოსამართლე ამბობს, რომ ის ძალადობის მსხვერპლია. მე მინდა, რომ ეს გადადგომაც არ იყოს ისევე მიჩქმალული, როგორც ბევრი მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენა ჩვენს ქვეყანაში. სასამართლო სისტემის გაჯანსაღება, იქ არსებული მდგომარეობის თვისობრივად შეცვლა არის ჩვენი დემოკრატიის წინაშე არსებული უმნიშვნელოვანესი გამოწვევა. აქედან გამომდინარე, ორშაბათიდან ვიწყებ ფართო კონსულტაციებს, რომელიც მოიცავს უაღრესად გახსნილ, დემოკრატიულ ჩართულობას ყველა იმ პირისა, რომელსაც ძალუძს დაეხმაროს სახელმწიფოს ახალი უზენასი სასამართლოს თავჯდომარის შერჩევაში“, - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა. შეგახსენებთ, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე თანამდებობიდან დღეს გადადგა.
რუტემ სამხედრო შესყიდვებისთვის ნატოს „ერთიანი ფანჯრის“ შექმნის შესახებ განაცხადა
„ბლუმბერგი“: ევროპა არ ელის, რომ ტრამპი რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს დააწესებს ან უკრაინას დახმარებას გაუწევს
დამასკოში, ტურიზმის სამინისტროსთან ორი აფეთქების შედეგად 18 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ოთხი პოლიციელია
მარიჯანის ქუჩის მაცხოვრებლებს ექსპერტებმა ზეპირსიტყვიერად განუცხადეს, რომ ევაკუაცია არ მოხდება
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)