|
2018-08-01 14:11:35, 593 ნახვა
პოლიტიკა
ლევან იზორია: საერთაშორისო სწავლებები კიდევ უფრო გვაახლოებს ნატო-ს სტანდარტებთან
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ მრავალეროვნული სწავლების „ღირსეული პარტნიორი 2018“ გახსნის ცერემონიალზე სიტყვით გამოსვლისას საერთაშორისო სწავლებების მნიშვნელობაზე ისაუბრა. „საერთო ღირებულებების დასაცავად და რეგიონალური უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან ერთად, გლობალური უსაფრთხოების გაძლიერება ჩვენი პარტნიორობის ქვაკუთხედია. მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოსთვის და მთლიანად რეგიონისთვის უმნიშვნელოვანესია მსგავსი ტიპის საერთაშორისო სწავლებები, რომლებიც ურთიერთანამშრომლობის გაღრმავებისა და შეიარაღებული ძალების შესაძლებლობების გაზრდასთან ერთად კიდევ უფრო გვაახლოებს ნატოს სტანდარტებთან“, - აღნიშნა ლევან იზორიამ. მისი განცხადებით, 2015 წლიდან, აშშ და საქართველო, ყოველწლიურად, ერთ-ერთ ყველაზე ფართომასშტაბიან მრავალეროვნულ სწავლებას ახორციელებენ, რომელიც აშშ-ის ევროპული სარდლობის ორგანიზებით შავი ზღვის რეგიონში მიმდინარე 17 სწავლებათაგან ერთ-ერთია: „სწავლებათა ციკლი შავი ზღვის რეგიონის 7 ქვეყნის ტერიტორიაზე იმართება და მათში ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების 40,000 -მდე სამხედრო მოსამსახურეა ჩართული. ქართველმა სამხედროებმა უკვე მიიღეს მონაწილეობა გერმანიასა და უკრაინაში გამართულ საერთაშორისო სწავლება “DYNAMIC FRONT”, „COMBINED RESOLVE“ და „SEA BREEZE - ში, ხოლო აგვისტოსა და სექტემბერში მონაწილეობას მიიღებენ გერმანიაში, ბულგარეთში, რუმინეთსა და უკრაინაში დაგეგმილ 4 საერთაშორისო სწავლებაში: “PLATINUM LION”; “PLATINUM EAGLE”; “RAPID TRIDENT”; “SABER JUNCTION”, - აღნიშნა მინისტრმა. „ღირსეული პარტნიორი 2018“ დღეს ოფიციალურად გაიხსნა. სწავლება, რომელიც საქართველოს შეიარაღებული ძალებისა და აშშ-ის არმიის ევროპული სარდლობის ლიდერობით ხორციელდება, 15 აგვისტოს დასრულდება.
(NS)
რუტემ სამხედრო შესყიდვებისთვის ნატოს „ერთიანი ფანჯრის“ შექმნის შესახებ განაცხადა
„ბლუმბერგი“: ევროპა არ ელის, რომ ტრამპი რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს დააწესებს ან უკრაინას დახმარებას გაუწევს
დამასკოში, ტურიზმის სამინისტროსთან ორი აფეთქების შედეგად 18 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ოთხი პოლიციელია
მარიჯანის ქუჩის მაცხოვრებლებს ექსპერტებმა ზეპირსიტყვიერად განუცხადეს, რომ ევაკუაცია არ მოხდება
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)