13:31 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-01 11:28:32, 701 ნახვა

პოლიტიკა
NDI: გამოკითხულთა 41%-თვის გიორგი კვირიკაშვილის თანამდებობიდან გადადგომა მისაღებია

"ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის" (NDI) კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 41% აცხადებს, რომ მათთვის მისაღებია საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის თანამდებობიდან გადადგომა.

კითხვაზე - მისაღებია თუ არა გიორგი კვირიკაშვილის გადადგომა, გამოკითხულთა 29%-მა უპასუხა, რომ მიუღებელია. კითხვაზე პასუხი არ იცის 28%-მა, ხოლო პასუხის გაცემისგან თავი 2%-მა შეიკავა. 

ცნობისთვის, კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 23 ივნისი-8 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) 2,409 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.

NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მონაკოში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქების საქმეზე ეჭვმიტანილი ქალის ცხედარი კიევის მახლობლად იპოვეს
ფატიმა კარიმოვას მკვლელობის ფაქტზე აზერბაიჯანის მოქალაქეს ბრალი წარედგინა
დონალდ ტრამპი ევროპაში ამერიკული ჯარების მესამედით შემცირებას გეგმავს
დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში დრონების საფრთხე გამოცხადდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics