17:47 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-30 17:31:28, 623 ნახვა

საზოგადოება
„საქართველოს ბანკის“ გენერალური პარტნიორობით „ბლექ სი არენაზე“ გიორგი მიქაძის უნიკალური პროექტი „Voisa“ გაიმართება

 მთელი საქართველოს ბანკის გენერალური პარტნიორობით, 4 აგვისტოს „Check In Georgia“-ს ფარგლებში, „ბლექ სი არენაზე“  გიორგი მიქაძის უნიკალური პროექტი  „VOISA“ გაიმართება. ღონისძიება ეძღვნება საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს.

პროექტს „VOISA“-ს  მიზანია, საქართველო მსოფლიოს გააცნოს და გახდეს ქართული  კულტურის სავიზიტო ბარათი.  „VOISA“-ს ავტორი აშშ-ში მოღვაწე,  ბრწყინვალე პიანისტი და კომპოზიტორი, Berklee College of Music-სა და Manhattan School of Music-ის მაგისტრი,  Yamaha-ს  ჯაზარტისტი გიორგი მიქაძეა,  რომელმაც შექმნა თანამედროვე მუსიკის  უპრეცედენტო  ჟღერადობის მუსიკალური პროექტი  საკუთარი ამერიკული  All-Star Band-ისა  და ანსამბლ  „ბასიანისთვის“. 

„VOISA“-ს პრეზენტაცია შედგა ნიუ-იორკის ერთ-ერთ პრესტიჟულ საკონცერტო სივრცე  ShapeShifter Lab-ში,  2016 წელს, ხოლო მისი ფართო საზოგადოებისთვის წარდგენა 2017 წლის 14 ივნისს პეკინის საკონცერტო დარბაზში უდიდესი წარმატებით შედგა.

4 აგვისტოს კონცერტისათვის შეერთებული შტატებიდან ეწვევიან    საუკეთესო ხმის რეჟისორები და  All-Star Band-ი ანტუან კატსის, შაჰარ ელნათანის, ზაკ მალინსის, ფერნანდო საჩის  და რონი ეითანის შემადგენლობით.  სპეციალურად ამ პროექტის ფარგლებში მოწვეულია აშშ-ს ერთ-ერთი საუკეთესო  ჰიპ-ჰოპ არტისტი, MC, OK Player-ის არტისტი  რეიდარ ელისი.

 

 

(R)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეტევითი ოპერაციებისთვის სახმელეთო რობოტების გამოყენება დაიწყეს
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
კატარის ყოფილი ემირი შეიხ ჰამად ბინ ხალიფა ალ ტანი გარდაიცვალა
პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით ხუთი არასრულწლოვანი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics