00:27 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-30 17:28:06, 955 ნახვა

კომენტარი
გაგუა: მაღალმა ეკონომიკურმა ზრდამ საშუალება მოგვცა შეგვემცირებინა მთავრობის ვალის მოცულობა

მაღალმა ეკონომიკურმა ზრდამ საშუალება მოგვცა მნიშვნელოვნად შეგვემცირებინა მთავრობის ვალის მოცულობა, - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ნიკოლოზ გაგუამ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

მისი განცხადებით, ვალის მოცულობა მშპ-სთან მიმართებაში თითქმის 4 პროცენტული პუნქტითაა შემცირებული. 

„თუ წლის დასაწყისში ვალის მოცულობა მშპ-სთან მიმართებაში 44,0%-ს შეადგენდა, 6 თვის შედეგებზე დაყრდნობით, მთავრობის ვალის მოცულობა 40,2%-ია, - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ.

მისი თქმით,  მთავრობის ვალის აღნიშნული მაჩვენებელი დათვლილია მეორე კვარტლის ბოლოსთვის არსებული ვალის ნაშთის ფარდობით მშპ-ს ბოლო ოთხი კვარტლის ჯამზე (2018 წლის მშპ-ს პირველი და მეორე კვარტლების და 2017 წლის მშპ-ს მესამე და მეოთხე კვარტლების ჯამი). 

„ჩვენი საშუალოვადიანი მიზანია, აღნიშნული მაჩვენებელი 40 პროცენტზე დაბლა, 30-იანების ფარგლებში ჩამოვიდეს, რაც ვფიქრობთ,შემდგომი სამი წლის განმალობაში აბსოლუტურად მიღწევადია და ეს არის ფინანსთა სამინსიტროს სტრატეგიული მიზანი," - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ნიკოლოზ გაგუამ. 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
„არმია იარაღს კრემლის წინააღმდეგ მიმართავს“ უკრაინასთან ომის ვეტერანმა პუტინის წინააღმდეგ სამხედრო ამბოხება იწინასწარმეტყველა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics