|
2018-07-27 17:10:33, 753 ნახვა
რეგიონი
ნინო ნიჟარაძე აჭარის ჯანდაცვის მინისტრის პირველ მოადგილედ დაინიშნა
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველ მოადგილედ ნინო ნიჟარაძე დაინიშნა. სამინისტროს ინფორმაციით, ის დღემდე აჭარის ა/რ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს ხელმძღვანელობდა. ნინო ნიჟარაძეს აღნიშნულ უწყებაში საქმიანობის 19 წლიანი გამოცდილება აქვს: ● 1999 - 2004 წლებში იყო აჭარის ა/რ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილე სამკურნალო დარგში; ● 2004 - 2007 წლებში აჭარის ა/რ საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი არაინფექციურ დაავადებათა მართვის დარგში; ● 2007 - 2012 წლებში აჭარის ა/რ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი მთავარი სპეციალისტი, პროგრამების მართვის დარგში; ● 2012 - 2017 წლებში აჭარის ა/რ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილე. ✔️ნინო ნიჟარაძეს დამთავრებული აქვს ბათუმის შოთა რუსთაველის სახ.სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი, სპეციალობა-სამკურნალო საქმე. მიღებული აქვს სახელმწიფო სერტიფიკატი შემდეგი მიმართულებებით: ეპიდემიოლოგია, საზოგადოებრივი ჯანდაცვა და ჯანდაცვის ორგანიზაცია, ასევე ზოგადი პროფილის ექიმი - მკურნალი. ✔️2015 წლიდან დღემდე არის ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის მაგისტრატურის ლექტორ-მასწავლებელი. ✔️2008 - 2011 წლებში იყო სამედიცინო მომსახურების საერთაშორისო კორპორაცია (MSCI, USAID)–პროექტის „ტუბერკულოზის მართვა და კოორდინაცია“ კოორდინატორი. ✔️რაც შეეხება, აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის სხვა მოადგილეებს, მათ საკადრო ცვლილებები არ შეხებიათ. ზურაბ თენიეშვილი აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში კვლავ სოციალურ მიმართულებას უხელმძღვანელობს, ის მინისტრის მოადგილედ 2014 წელს დაინიშნა. ✔️ნონა გალოგრეს საჯარო და კერძო სექტორში საქმიანობის 31 წლიანი გამოცდილება აქვს, აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში მინისტრის მოადგილის პოზიციაზე 2008 წლიდან საქმიანობს. ✔️რამაზ ჯინჭარაძე უწყებაში 2004 წელს დასაქმდა, მუშაობდა სხვადასხვა პოზიციაზე, ხოლო მინისტრის მოადგილედ 2009 წელს დაინიშნა და მას შემდეგ თანამდებობა არ შეუცვლია. ✔️აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს სულ ოთხი მოადგილე ჰყავს.
(NS)
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)