|
2018-07-27 10:34:14, 617 ნახვა
საზოგადოება
პროგრამული უზრუნველყოფის კონკურსის ფინალისტები გამოვლინდნენ
პროგრამული უზრუნველყოფის კონკურსი, რომელიც თიბისის ინიციატივით წელს პირველად ტარდება, დასკვნით ეტაპს უახლოვდება. უკვე ცნობილია პროექტის ფინალისტების ვინაობა. ისინი კონკურსის ჟიურის წევრებმა მას შემდეგ გამოავლინეს, რაც გუნდებმა საკუთარი აპლიკაციის სადემონსტრაციო მასალა, ტექნიკური გადაწყვეტა, განხორციელებისა და კომერციალიზაციის გეგმა წარადგინეს. დაჯავშნის სისტემის, დოკუმენტების შაბლონებისა და ინვოისების მართვა, შესყიდვების პროცესის ავტომატიზება, ბაზრის კვლევისა და მარკეტინგული კომუნიკაციების დაგეგმვა - ეს იმ პროგრამული გადაწყვეტების ნაწილია, რა მიმართულებებითაც გუნდებმა აპლიკაციები შექმნეს. ფინალურ ეტაპზე გადასული გუნდები პროტოტიპზე მუშაობას თვენახევრის განმავლობაში გააგრძელებენ, კონკურსის გამარჯვებულები კი ოქტომბერში გამოვლინდებიან. „ კონკურსის მიმართ ინტერესმა ჩვენს მოლოდინს გადააჭარბა. 80-მდე განაცხადი შემოვიდა, თითქმის ყველა აპლიკაციაში ჩანდა, რომ მონაწილეებმა კარგად გაიგეს კონკურსის არსი. იდეების უმრავლესობა სხვადასხვა ბიზნესპროცესის გამარტივებას ემსახურება და ხშირად ისეთსაც, რაზეც აქამდე არც კი გვიფიქრია. კონკურენცია საკმაოდ მაღალი იყო, ჟიურის წევრები 2 დღის განმავლობაში უსმენდნენ მონაწილეებს, რის შემდეგაც ფინალისტები გამოვლინდნენ", - თაკო ჯაფარიძე, პროექტის მენეჯერი. პროგრამული უზრუნველყოფის კონკურსი თიბისი ბანკის ინიციატივით ივნისში დაიწყო მის მიზანს ბიზნესებისთვის ადამიანური რესურსების დაზოგვა და პროცესების ავტომატიზების ხელშეწყობა წარმოადგენს. ფინანსები და ბუღალტერია, ადამიანური რესურსების მართვა, კლიენტებთან ურთიერთობა, გაყიდვების კონტროლი - ეს იმ მიმართულებების ნაწილია, რომელსაც კონკურსი ფარავს. პროექტი სამ ეტაპად მიმდინარეობს. გამარჯვებულები ოქტომბერში გამოვლინდებიან და მათ ფულადი პრემიები გადაეცემათ: I ადგილი - 30 000 ლარი, II და III ადგილი - 15 000 ლარი. კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ბმულზე: https://www.businesstool.ge/Contest/
(R)
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეტევითი ოპერაციებისთვის სახმელეთო რობოტების გამოყენება დაიწყეს
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
კატარის ყოფილი ემირი შეიხ ჰამად ბინ ხალიფა ალ ტანი გარდაიცვალა
პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით ხუთი არასრულწლოვანი დააკავა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)