|
2018-07-25 17:29:31, 790 ნახვა
კომენტარი
გაბიტაშვილი - ფარდულის დაცვა კრიმინლისტების მუშაობის დასრულების შემდეგ სავალდებულო არ არის
მთავარი პროკურორის მოადგილის გიორგი გაბიტაშვილის განცხადებით, ხორავას ქუჩაზე მდებარე ფარდულის დაცვა საგამოძიებო ორგანოების მოვალეობაში არ შედიოდა. გაბიტაშვილის განმარტებით, ფარდულთან პოლიცია კრიმინალისტების მუშაობის დასრულებამდე იყო. "როგორც პროკურორის ასევე გამომძიებლის მოვალეობები განსაზღვრულია საპროცესო კოდექსით. ამ ფარდულის დაცვა საგამოძიებო ორგანოებს ევალებოდათ მის დათვალიერებამდე, რაც პირნათლად შეასრულეს, ამის შემდეგ კი მისი დაცვის ვალდებულება აღარ არსებობდა. წარმოიდგინეთ ბანკის ოფისი, სადაც მოხდა მკვლელობა, რამდენი ხანი შეიძლება იყოს დალუქული ეს ბანკი? მას შემდეგ რაც კრიმინალისტები მუშაობას დაასრულებენ, შემთხვევის ადგილის დაცვის ვალდებულება აღარ არსებობს. თუ მაინც და მაინც ვინმეს სჭირდება საგამოძიებო ექსპერიმენტი, ფარდულის ზომები დაცულია, ყველას აქვს საშუალება ჩაატაროს საგამოძიებო მოქმედება. რაც ეხება მტკიცებულებებს, იქ იყო სისხლის კვალი, რომელსაც სჭირდება სპეციალური შენახვა. ლენტიც რომ შემოგვევლო ამ ტერიტორიისთვის, არაფერი შეიცვლებოდა. იმ ადგილიდან ამოღებულია ყველა მტკიცებულება, დაცვის მხარე ამ ფორმით არ დაობს, ამ კუთხით არანაირი პრეტენზია არ გამოუთქვამთ“, - განაცხადა გიორგი გაბიტაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)