|
2018-07-25 10:59:58, 669 ნახვა
საზოგადოება
ლევან დავითაშვილი ღვინის ინდუსტრიის წარმომადგენლებს შეხვდა
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ღვინის ინდუსტრიის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე რთველი-2018-ის საორგანიზაციო საკითხები და ღვინის სექტორის მმართველობის რეფორმის მიმდინარეობა განიხილა. მინისტრის შეფასებით, გასული წლის მიდგომამ, როდესაც სახელმწიფო აღარ ჩაერია ჩასაბარებელი ყურძნის ფასების დადგენაში, შედეგი გამოიღო და ბაზარმა თავად დაადგინა ფასები, რაც თავის მხრივ, პოზიტიურად აისახა დარგის განვითარების მდგრადობაზე. 2018 წლის რთველი ჩაივლის სუბსიდირების გარეშე და სახელმწიფო, ღვინის ეროვნული სააგენტო სახით, რთველის პროცესში ჩაერთვება ორგანიზების, აღრიცხვიანობისა და მიკვლევადობის დონეზე. ლევან დავითაშვილმა ღვინის სექტორის რეფორმისა და მართვის ახალი სისტემის ოფიციალური წარდგენა გააკეთა. მინისტრის განცხადებით, რეფორმის მიზანია დარგის განვითარება იყოს უფრო მდგრადი და შედეგებზე ორიენტირებული. „ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია რეგულარული კომუნიკაცია თითოეულ დარგთან, მათ შორის, მეღვინეობის დარგთან, რომელიც პრიორიტეტულია. მეღვინეობის ინდუსტრია საინტერესო გახდა ინვესტორებისთვის, რაც გასულ წლებში განხორციელებული რეფორმების სისწორეზე მიუთითებს. თუმცა, დარგის განვითარება საჭიროებს ახალ მუხტს და ჩვენ გადავდივართ განვითარების ახალ ეტაპზე. საქართველომ უკვე დაიმკვიდრა თავი ბევრ მნიშვნელოვან ბაზარზე, მაგრამ ჩვენ გვინდა ახალი დინამიზმის შემოტანა და შესაბამისად რეფორმების გატარება დარგის მარეგულირებელ სტრუქტურაში", - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა. ღვინის სექტორის რეფორმის მიზნებსა და მოსალოდნელ შედეგებზე, შეხვედრის მონაწილეებს ევროკავშირის დელეგაციის პროგრამის მენეჯერი, ატაშე კრისტინა კასელა ესაუბრა. ღვინის სექტორის რეფორმის მხარდაჭერას გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) ახორციელებს ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში. გასულ წელს FAO-ს ექსპერტების მიერ შემუშავდა ღვინის სექტორის მართვის მოდელი, რომელიც ეფუძნება საჯარო-კერძო პარტნიორობას, სადაც სახელმწიფოსა და კერძო სექტორის ინტერესების თანაბრად წარმოდგენას. რეფორმის მიზანი ღვინის ინდუსტრიის განვითარება და ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ღვინის პოპულარიზაციაა.
(NS)
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეტევითი ოპერაციებისთვის სახმელეთო რობოტების გამოყენება დაიწყეს
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
კატარის ყოფილი ემირი შეიხ ჰამად ბინ ხალიფა ალ ტანი გარდაიცვალა
პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით ხუთი არასრულწლოვანი დააკავა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)