|
2015-06-03 10:34:49, 349 ნახვა
საზოგადოება
ჩაქვის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს ახალი შენობა გადაეცემა
ჩაქვის სასწრაფო სამედიცინო დახმარების რაიონულ ცენტრს დღეს ახალი ადმინისტრაციული შენობა გადაეცემა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიებას სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორი თეიმურაზ ხარაშვილი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნუგზარ სურმანიძე და ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი სულხან ევგენიძე დაესწრებიან. „ჩაქვში სასწრაფო დახმარების 2 ეკიპაჟია მობილიზებული. წლების განმავლობაში, ჩაქვის სასწრაფო სამედიცინო დახმარების რაიონული ცენტრის 24 თანამშრომელი ერთ ოთახში იყო განთავსებული. ახალი, კეთილმოწყობილი 60 კვ. მეტრ ფართობის შენობა, რომელიც მთლიანად სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჩაქვის რაიონული ცენტრს გადაეცა, ხუთი ოთახისგან შედგება. აქვეა გამოყოფილი მოსასვენებელი ოთახები ექიმის, ექთნისა და მძღოლისთვის. ჩაქვის სასწრაფო სამედიცინო დახმარების რაიონულ ცენტრს ახალი ინვენტარიც გადაეცა, რომლითაც მთლიანად აღიჭურვა ახალი ადმინისტრაციული შენობა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის წინაშე მდგარ ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემას რაიონული ცენტრების შენობები წარმოადგენს, სადაც არ არის შესაბამისი პირობები მომსახურე პერსონალის განთავსებისა და დასვენებისთვის. სასწრაფო სამედიცინო დახმარების რაიონული ცენტრებისთვის ახალი შენობების გადაცემა მთელი ქვეყნის მასშტაბით ეტაპობრივად მიმდინარეობს. სსდ ცენტრებს ახალი ადმინისტრაციული შენობები უკვე გადაეცა დმანისში, ქუთაისში, თიანეთსა და ყვარელში“, - ნათქვამია აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)