|
2018-07-23 13:01:06, 1254 ნახვა
პოლიტიკა
ევროპარლამენტი საქართველოს შესახებ ანგარიშს მოამზადებს
პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა საქართველოს საკითხებზე ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მომხსენებელს, ანდრეს მამიკინს შეხვდა. პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებით რეფორმების მიმდინარეობა მიმოიხილეს. „წელს პირველად ევროპარლამენტი საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებით ანგარიშს მოამზადებს. ევროპული ინტეგრაცია ჩვენი ერთ-ერთი მკაფიო პრიორიტეტია და ამ მიმართულებით ქვეყანაში ბევრი რამ კეთდება. ევროპარლამენტართან შეხვედრაზე საუბარი შეეხო რეფორმების მიმდინარეობას როგორც ადამიანის უფლებების სფეროში, ისე ეკონომიკური თანამშრომლობის, ტრანსპორტის და ენერგეტიკის, გარემოს დაცვის სფეროებში. საქართველო შეფასებულია, როგორც მოწინავე ქვეყანა ასოცირების შეთანხმების განხორციელების თვალსაზრისით, როგორც საუკეთესო მაგალითი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის და ჩვენი სურვილია ეს შეფასებები ევროპარლამენტის ანგარიშშიც აისახოს", - განაცხადა თამარ ხულორდავამ. კომიტეტის თავმჯდომარემ ანდრეს მამიკინს მადლობა გადაუხადა ევროპარლამენტის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ მიღებული რეზოლუციისთვის, რითიც ევროპარლამენტმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი კიდევ ერთხელ გამოხატა მკაფიო მხარდაჭერა. საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ანდრეს მამიკინსი საპარლამენტო პოლიტიკურ ჯგუფებს, საქართველოს პრეზიდენტს, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს, არასაპარლამენტო ოპოზიციას, ასევე სახალხო დამცველს და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდება.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)