12:21 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-20 18:29:04, 1024 ნახვა

პოლიტიკა
ჩუგოშვილი - დავით ჭიჭინაძის უმრავლესობიდან გარიცხვის საკითხი დღის წესრიგში დადგება

„კარგა ხანია, დავით ჭიჭინაძე უმრავლესობაში თავის თავს ვერ ხედავდა და სწორი იქნებოდა, პარტიიდან წასვლის გადაწყვეტილება თავად მიეღო“, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ჭიჭინაძეს შუძლია, „ქართული ოცნების“ სამდივნოს მიერ მიეღებული გადაწყვეტილება პოლიტსაბჭოში გაასაჩივროს.

„დავით ჭიჭინაძე ბუნებრივია, რჩება პარლამენტის წევრად. მე არ ვიცი, თავს სად მოიაზრებს მომავალში, დამოუკიდებელ პარტიიდან გარიცხვის გადაწყვეტილება ლეგიტიმურად და წესების მიხედვით არის სამდივნოს მიერ მისაღები გადაწყვეტილება. უმრავლესობიდან გარიცხვას თავისი პროცედურა აქვს და ეს საკითხი დღის წესრიგში დადგება. მას შეუძლია, რომ გაასაჩივროს სამდივნოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება პოლიტსაბჭოში და პოლიტსაბჭო მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას. მათ შორის კითხვას, ბიძინა ივანიშვილმა იცოდა თუ არა და რა პოზიცია აქვს, ძალიან მარტივად გაეცემა პასუხი, თუ გაასაჩივრებს გადაწყვეტილებას. ამ ყველაფერს თვეების განმავლობაში წინ უსწრებდა შეურაცხმყოფელი განცხადებები კოლეგების მიმართ. კარგა ხანია, დავით ჭიჭინაძე უმრავლესობაში თავის თავს ვერ ხედავდა და სწორი იქნებოდა, პარტიიდან წასვლის გადაწყვეტილება თავად მიეღო“, -განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

ცნობისთვის, მპგ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ სამდივნომ პარტიიდან დავით ჭიჭინაძის გარიცხვის გადაწყვეტილება მიიღო. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „გასული რამდენიმე თვის განმავლობაში მპგ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ და საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით ჭიჭინაძემ გააკეთა არაერთი საჯარო განცხადება, რომლითაც მან შეურაცხყოფა მიაყენა პოლიტიკური გუნდის წევრებს და ზიანი მიაყენა პარტიის იმიჯსა და ინტერესებს“.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მთავრობა ქვეყნის მასშტაბით რეგიონული ნაგავსაყრელების მშენებლობას გეგმავს
უკრაინული დრონების შემდეგ, ომსკის ოლქში ბენზინგასამართ სადგურებთან კილომეტრობით რიგები წარმოიქმნა
დიპლომატიის აკადემიის რექტორის თანამდებობაზე თამარ ბერუჩაშვილი დაინიშნა
გიორგი ბახუაშვილი ქართული ოცნების სუს-ის უფროსის მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics