12:21 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-19 15:50:46, 982 ნახვა

პოლიტიკა
ნიდერლანდების სამეფო საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაში დაეხმარება

ნატო-ს სამიტზე გაჟღერებული  გადაწყვეტილებით ნიდერლანდების სამეფო ალიანსის სამეზობლოს, მათ შორის საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაში დაეხმარება. ამის შესახებ ნათქვამია ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში, სადაც საუბარია ნატო-ს ბრიუსელის სამიტზე ნატო-ს მოსაზღვრე ქვეყნების გაძლიერების მიზნით ნიდერლანდების სამეფოს მიერ გამოყოფილ ფინანსურ დახმარებაზე.

როგორც განცხადებაში ნათქვამია ნიდერლანდების სამეფო 1 მილიონ ევროს გამოყოფს ალიანსის თავდაცვის შესაძლებლობების აღმშენებლობის ნდობის ფონდში და ხელს შეუწყობს საქართველოში, უკრაინაში, იორდანიაში, ტუნისსა და ერაყში დაგეგმილი პროექტების განხორციელებას.

„აღნიშნული კონტრიბუციით ნიდერლანდების სამეფო ინვესტიციას ახორციელებს ევროპის გარშემო სტაბილურობის შექმნისა და საკუთარი უსაფრთხოებისთვის",-განაცხადა ნიდერლანდების სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა სტეფ ბლოკმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მთავრობა ქვეყნის მასშტაბით რეგიონული ნაგავსაყრელების მშენებლობას გეგმავს
უკრაინული დრონების შემდეგ, ომსკის ოლქში ბენზინგასამართ სადგურებთან კილომეტრობით რიგები წარმოიქმნა
დიპლომატიის აკადემიის რექტორის თანამდებობაზე თამარ ბერუჩაშვილი დაინიშნა
გიორგი ბახუაშვილი ქართული ოცნების სუს-ის უფროსის მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics