|
2018-07-18 12:46:34, 904 ნახვა
რეგიონი
„1400 კაცის მოთხოვნაა - ნუღარ დაგვხოცავენ“ - მეშახტეები „საქნახშირის“ ხელმძღვანელობის გადადგომას ითხოვენ
კომპანია "საქნახშირი" ტყიბულელ მეშახტეებს მოუწოდებს, დალუქულ შახტაში სარემონტო სამუშაოები ჩაატარონ. როგორც მეშახტეები აცხადებენ, მათ კომპანიისგან შესაბამისი შინაარსის წერილი მიიღეს, სადაც ეწერა, რომ 2 კვირაში მათ ქვა-ნახშირის მოპოვება უნდა დაიწყონ. მათი ვარაუდით, შახტის ადმინისტრაცია დანაშაულის კვალის წაშლას ცდილობს. ტყიბულის პირველი პროფესიული კავშირის თავმჯდომარე გაგა ისახაძე აცხადებს, რომ მეშახტეები შახტაში შესვლას არ აპირებბენ. ერთ-ერთი მეშახტის ინფორმაციით, დირექციის მიერ გაცემული განკარგულება, 17 ივლისით არის დატარიღებული. დირექციამ წარმოგვიდგინა დოკუმენტი, რომ გაგვეგრძელებინა დღეიდან მუშაობა. შახტა დალუქულია, მაგრამ სამხარეო პოლიციის დასკვნა მოიტანეს, რომ უფლებას აძლევს მეშახტეებს შევიდნენ სამუშაო ადგილებზე. ეს ფარატინა ქაღალდია და ჩვენთვის სასაცილოა. ჯერ იმის თავმოყვარეობაც არ აქვთ, რომ დაღუპული მეშახტეები ჯერ არ დაუკრძალავთ და ჩვენ უკვე შამუშაოდ გვიშვებენ", - აღნიშნა მეშახტემ. კიდევ ერთი ტყიბულელის თქმით, მეშახტეები კომპანია "საქნახშირის" ხელმძღვანელობის გადადგომას ითხოვენ. "1400 კაცის მოთხოვნაა - ნუღარ დაგვხოცავენ. ვითხოვთ შახტის გელმძღვანელობამ თანამდებობა დატოვოს. წინა აფეთქების დროს, როდესაც უკრაინელი ექსპერტები ჩამოვიდნენ, გაოგნებულები გამოვიდნენ იქიდან - რა აზრი ჰქონდაო ჩვენ შესვლას, ყველაფერი შეცვლილი არისო. ახლაც ეგ უნდათ რომ გააკეთონ და კვალი დაფარონ. მაგათზე მაღლა პრემიერია და პრემიერმა დახურა ეს შახტები. სისხლიან სკამებზე ზის ეს დირექცია", - განაცხადა მეშახტემ.
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)