|
2018-07-17 09:48:20, 521 ნახვა
რეგიონი
ეკონომიკის მინისტრის მოადგილეებმა ტყიბულში, დაღუპული მეშახტეების ოჯახებს პირადად მიუსამძირეს
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილებმა - გიორგი ჩერქეზიშვილმა და გენადი არველაძემ ტყიბულის მინდელის სახელობის შახტში დაღუპული მეშახტეების ოჯახები მოინახულეს და პირადად მიუსამძიმრეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეებთან ერთად ასევე იმყოფებოდნენ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამილა ბარკალაია, პრემიერ მინისტრის მრჩეველი რეგიონულ საკითხებში სოზარ სუბარი, ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს ხელმძღვანელი გიორგი კაკაურიძე და წიაღის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი მაია ზავრაშვილი. როგორც გიორგი ჩერქეზიშვილმა დაღუპული მეშახტეების ოჯახებთან შეხვედრისას აღნიშნა, ეს არამარტო მათი, არამედ მთელი საქართველოს დანაკარგია და ხელისუფლება ყველაფერს იღონებს, რათა ასეთი ტრაგედიები აღარ განმეორდეს. მისივე თქმით, მთავრობა ყველაფერს გააკეთებს შრომის უსაფრთხოების მაღალი სტანდარტის დასამკვიდრებლად, რისთვისაც აქტიური მუშაობა უკვე დაწყებულია. ამასთან ერთად, მომხდართან დაკავშირებით ტექნიკური უსაფრთხოების ნაწილში ინსპექტირება განხორციელდება. ტყიბულში მინდელის სახელობის შახტში დღეს 4 მეშახტე დაიღუპა, 6 მეშახტე კი დაშავდა. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები გიორგი ჩერქეზიშვილი და გენადი არველაძე მთელი დღის განმავლობაში ტყიბულში იმყოფებოდნენ და ადგილზე პირადად გაეცნენ ვითარებას.
(NS)
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)