11:20 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-16 14:13:13, 548 ნახვა

პოლიტიკა
OGP-ის ფარგლებში ადგილობრივი ხელისუფლებების სამუშაო შეხვედრა გაიმართა

თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილმა, „ღია მმართველობის პარტნიორობის“  ფარგლებში გამართულ,  ადგილობრივი ხელისუფლებების სამუშაო შეხვედრაში  მიიღო მონაწილეობა.

ილია ელოშვილმა სიტყვით გამოსვლისას ინიციატივის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, ღია მმართველობა ნებისმიერი მთავრობისთვის დიდი პასუხისმგებლობაა და დადებითი შედეგები მოაქვს მოქალაქეებისთვის. 

ღონისძიება „ღია მმართველობის პარტნიორობის“ ფარგლებში, თბილისის მერიისა და OGP-ის ორგანიზებით გაიმართა. 

შეხვედრაში OGP-ის  ადგილობრივი ხელისუფლებების პროგრამაში ჩართული, 20 ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელი მონაწილეობს. 

სამუშაო შეხვედრის მონაწილეებმა ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს, განიხილეს სამოქმედო გეგმის შედგენის პროცესი და მისი ძირითადი მიზნები. 

„დღეს სამოქალაქო საზოგადოებასა და ადგილობრივ მმართველობასთან ერთად  განვიხილავთ საკითხებს,  თუ როგორ  უნდა გახდეს მთავრობა უფრო მეტად რეაგირებადი, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული და საბოლოოდ, როგორ უნდა ემსახუროს მთავრობა თავის მოქალაქეებს და საკუთარ თავს“, - განაცხადა „ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP) ადგილობრივი თვითმმართველობების პროგრამის მენეჯერმა, ბრიტანი ლეინმა.

ადგილობრივი ხელისუფლებების სამუშაო შეხვედრა მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება. „ღია მმართველობის პარტნიორობის“ მეხუთე გლობალურ სამიტს კი თბილისი 17 ივლისიდან 19 ივლისამდე უმასპინძლებს. სამიტში 76 ქვეყნის და 20 ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
NYT: ტრამპი აპირებს, თურქეთისთვის ამერიკული F-35 გამანადგურებლების მიყიდვის ნებართვა მისცეს
პოლონეთმა განაცხადა, რომ 2022 წლიდან დღემდე უკრაინას 4.5 მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღი გადასცა
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ზელენსკიმ განაცხადა, რომ ომის შედეგს „ცა“ განსაზღვრავს და პუტინს მოსკოვში ათასი დრონის გაგზავნით დაემუქრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics