08:05 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-14 19:29:40, 823 ნახვა

კომენტარი
ბახტაძე კაპანაძეს - მე ვუთხრა პარლამენტს რა ინტენსივობით უნდა მოხდეს კომუნიკაცია? რასაც გადაწყვეტთ, იმას შევასრულებთ

"ვიღებ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას მქონდეს ინტენსიური კომუნიკაცია საქართველოს პარლამენტთან", - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ "ევროპული საქართველოს" წევრის სერგი კაპანაძის კითხვას, რამდენად ხშირად ექნებათ კომუნიკაცია მინისტრთა კაბინეტის წევრებს პარლამენტთან.  

ბახტაძის თქმით, ორი სახელისუფლებო ორგანოს კომუნიკაცია პარლამენტზეა დამოკიდებული.

"ვიღებ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას მქონდეს ინტენსიური კომუნიკაცია საქართველოს პარლამენტთან და გიდასტურებთ, რომ ეს კომუნიკაციის ხარისხი და ინტენსივობა იქნება ევროპული დემოკრატიის ყველაზე დიდი სტანდარტით. საქართველოს პარლამენტი არის მაკონტროლებელი საქართველოს მთავრობის. მე უნდა ვუთხრა პარლამენტს როგორ უნდა იყოს ეს? საქართველოს პარლამენტის პრეროგატივაა თვითონ გადაწყვიტოს რა შემთხვევებში და რა ინტენსივობით უნდა მოხდეს ეს კომუნიკაცია. როგორც გადაწყვეტთ - ჩვენ იმას შევასრულებთ", - განაცხადა ბახტაძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები 2027 წლის ივლისის ბოლომდე გაახანგრძლივა
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics