10:33 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-13 13:07:38, 552 ნახვა

საზოგადოება
გამარტივებული საქმისწარმოების სერვისზე მოთხოვნა იზრდება

აღსრულების ეროვნული ბიურო გამარტივებული საქმისწარმოების 2018 წლის 6 თვის ანგარიშს აქვეყნებს.

2018 წლის იანვრიდან ივნისის ჩათვლით, გამარტივებული საქმისწარმოების სამსახურში შემოვიდა 23 716 აპლიკაცია დავალიანების გადახდის შესახებ, საიდანაც კანონის მოთხოვნებიდან გამომდინარე, 353 აპლიკანტს უარი ეთქვა წარმოებაზე.

გამარტივებული საქმისწარმოების ქეის მენეჯერებმა 2018 წლის იანვრიდან ივნისის ჩათვლით წარმოებაში მიიღეს 20 930 აპლიკაცია, ხოლო 6 თვის განმავლობაში დაასრულეს 12 909; 

6 თვის განმავლობაში დასრულებული საქმეებიდან ნებაყოფლობით გადახდის 10 დღის ვადაში გადახდა განხორციელდა 125 საქმეზე, ხოლო დამტკიცდა მორიგება - 1 879 შემთხვევაში.

აპლიკაციების შემოსვლის დინამიკა მზარდია და შესაბამისად, 2018 წლის პირველი 6 თვის განმავლობაში შემოსულ აპლიკაციათა რაოდენობა გაცილებით მეტია წინა წლების ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. სერვისზე მოთხოვნა იზრდება, რადგან ხშირია გადაწყვეტილებები თანხის განწილვადების შესახებ, ასევე გამარტივებული საქმისწარმოების შედეგად იზრდება მორიგებითა და ნებაყოფლობით გადახდის ვადაში დასრულებული საქმეები.

გამარტივებული საქმისწარმოება არის აღსრულების ეროვნული ბიუროს სერვისი, რომელიც მოქალაქეებს საშუალებას აძლევს, სასამართლოს გარეშე სწრაფად და ნაკლები დანახარჯით დაიკმაყოფილოს ფულადი მოთხოვნა. აპლიკანტს შეუძლია მიმართოს გამარტივებულ საქმისწარმოებას იმ შემთხვევაშიც, როდესაც რესპონდენტს (მოვალეს) აქვს ფულადი დავალიანება, რომლის გადახდის ვადა გასულია და რომელიც დოკუმენტურად დადასტურებულია. დოკუმენტაციის შესწავლის შემდეგ, თითოეული საქმე გადაეცემა გამარტივებული საქმისწარმოების სამსახურის ქეის მენეჯერს.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics