03:53 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-13 11:59:04, 1040 ნახვა

ეკონომიკა
გიორგი ქობულია: სიღარიბის დონე არ მცირდება - ორჯერ და სამჯერ კი არა, ათჯერ ჩამოვუვარდებით მოწინავე ქვეყნებს

„სიღარიბის დონე არ მცირდება... ჩვენ ორჯერ და სამჯერ კი არა, ათჯერ ჩამოვუვარდებით მოწინავე ქვეყნებს“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა გიორგი ქობულია პარლამენტში, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, კარგი ეკონომიკური ზრდის მიუხედავად, საქართველო ღარიბ ქვეყნებს შორის რჩება.

„რეალურად რომ შევხედოთ სიტუაციას, მიუხედავად კარგი პროგრესისა, საქართველო დღეს, მსოფლიო ბანკის შეფასებით, სამწუხაროდ, რჩება ღარიბ ქვეყნებს შორის. ეს აიხსნება პირველ რიგში იმით, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გვაქვს საკმაოდ კარგი ზრდა, ის ეკონომიკური შემოსავალი, რომელსაც საქართველო ქმნის ერთ სულ მოსახლეზე, არის ძალიან მცირე. ჩვენ ორჯერ და სამჯერ კი არა, ათჯერ ჩამოვუვარდებით მოწინავე ქვეყნებს. ეს არ არის საკმარისი, რომ ხალხმა კარგად იცხოვროს. სიღარიბის დონე არ მცირდება. ეს არის შემოსავლების განაწილების და მოსახლეობის ფართო ფენების ეკონომიკურ საქმიანობასთან ჩაურთველობის რეზულტატი. ჩვენ ძალიან დიდი უმუშევრობა გვაქვს და ძალიან ბევრი ადამიანი არის დასაქმებული დაბალი პროდუქტიულობის სექტორებში, როგორიცაა მაგალითად სოფლის მოსახლეობა“, - განაცხადა ქობულიამ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics