|
2015-06-02 11:19:52, 423 ნახვა
პოლიტიკა
ზაქარია ქუცნაშვილი: ტარას შევჩენკოს სამშობლოს შეუძლებელია, უცხო ტომელების მმართველობა მოსწონდეს
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ზაქარია ქუცნაშვილის შეფასებით, უკრაინის ხელისუფლების საკადრო პოლიტიკა ნელ–ნელა აგრესიას იწვევს, მათ შორის უკრაინულ საზოგადოებაში. ამის შესახებ ქუცნაშვილმა გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განაცხადა, რომლის თანახმადაც ზურაბ ადეიშვილი შესაძლოა, ოდესის მთავარ პროკურორად დაინიშნოს. ქუცნაშვილი შიშობს, რომ უკრაინელ ხალხს ქართველები არ შესძულდეთ. დეპუტატის თქმით, შეუძლებელია, დიდი კულტურისა და ისტორიის მქონე სამშობლოს(უკრაინას) უცხო ტომელების მმართველობა მოსწონდეს. „საქმე სწორედ მაგაშია. სამშობლოში ვერ ივარგეს, უკრაინის დედაქალაქში ვერ ივარგეს, ახლა უკრაინის პროვინციაში გადაისროლეს და იქაც ვერ ივარგებენ. მოხვდებიან ალბათ იმ ადგილას, სადაც უნდა მოხვდნენ. უკრაინის ხელისუფლების საკადრო პოლიტიკა ჩვენი საქმე არ არის, თუმცა უკრაინის ხელისუფლების საკადრო პოლიტიკა ნელ–ნელა აგრესიას იწვევს, მათ შორის უკრაინულ საზოგდოებაში, ეს ცალსახაა. მე გული მწყდება სხვა რამეზე, რომ არ მინდა კარგ უკრაინელ ხალხს შეაძულონ ქართველები. ამ შემთვევაში გარწმუნებთ, ყველა ნიშანია იმის, რომ ქართველები იქნებიან შეძულებულები უკრაინელი ხალხის მიერ, იმიტომ, რომ არც ერთ თავმოყვარე, ამხელა კულტურისა და ისტორიის, ტარას შევჩენკოს სამშობლოს შეუძლებელია, მოსწონდეს უცხო ტომელების მმართველობა, ხელისუფლებაში უცხო ტომელების ყოფნა. უკრაინა მდიდარია ინტელიგენციით, წესიერი ხალხით, მათ უნდა მიეცეთ გასაქანი და არა ისე, რომ ლეგიონერების მეშვეობით მართონ სახელმწიფო“, – აღნიშნა ქუცნაშვილმა.
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)