02:43 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-02 11:12:39, 676 ნახვა

ეკონომიკა
თბილისი-მოსკოვის მიმართულებით გადაყვანილ მგზავრთა რაოდენობა 65 %-ით გაიზარდა

2015 წლის იანვარ-მაისის პერიოდში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, თბილისი - მოსკოვის საჰაერო ხაზზე მგზავრთა გადაყვანა 65 პროცენტით გაიზარდა, - ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს.

უწყების ინფორმაციით, 2015 წლის საანგარიშო პერიოდში ორივე ქვეყნის მიერ დანიშნული ავიაკომპანიის მიერ გადაყვანილია – ჯამში 87,367 მგზავრი, რაც 65 პროცენტით მეტია 2014 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (53,091 მგზავრი).

ამჟამად, თბილისი-მოსკოვის მიმართულებით მგზავრთა გადაყვანას ახორციელებს 4 ავიაკომპანია, მათ შორისაა, „საქართველოს ავიახაზები“. შარშან ანალოგიურ პერიოდში ოპერირებდა მხოლოდ ორი ავიაკომპანია - „საქართველოს ავიახაზები“ და „S7 Airlines“.

აღნიშნული მიმართულებით, მგზავრთნაკადის კიდევ უფრო მატებაა მოსალოდნელია ზაფხულის სეზონის განმავლობაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics