|
2015-06-02 09:34:50, 435 ნახვა
პოლიტიკა
თინათინ ხიდაშელი გენერალ კნუდ ბარტელსს შეხვდა
ნატოს შტაბ-ბინაში თინათინ ხიდაშელი ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს, გენერალ კნუდ ბარტელსს შეხვდა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ საქართველოს თავდაცვის მინისტრს მტკიცე მხარდაჭერის მისიაში საქართველოს მნიშვნელოვანი ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა. განსაკუთრებით აღნიშნა ქართველი სამხედროების მაღალპროფესიონალიზმი მათზე დაკისრებული რთული ამოცანების შესრულების პროცესში. შეხვედრაზე ასევე განიხილეს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით გათვალისწინებული მიმართულებების განხორციელება და ხაზი გაუსვეს იმპლემენტაციის პროცესში სტრატეგიული კომუნიკაციის მნიშვნელობას. თავდაცვის მინისტრმა სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს შეიარაღებულ ძალებში მიმდინარე რეფორმების პროგრესი გააცნო. გენერალმა ბარტელსმა დადებითად შეაფასა შეიარაღებულ ძალებში გატარებული რეფორმები და ხაზი გაუსვა სამხედრო კომიტეტის მზადყოფნას კვლავაც აქტიურად გააგრძელოს სამხედრო თანამშრომლობა და რეფორმების მხარდაჭერა.
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)