|
2015-06-02 09:29:20, 473 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოს დღეს ოფიციალური ვიზიტით ესტონეთის პრეზიდენტი ეწვევა
ესტონეთის პრეზიდენტი საქართველოს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით დღეს ეწვევა. როგორც „ექპრესნიუსს“ პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს, პრეზიდენტის სასახლეში ტოომას ჰენდრიკ ილვესის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება, რის შემდეგაც ორი ქვეყნის პრეზიდენტები ერთმანეთს ჯერ პირისპირ, შემდეგ კი გაფართოებულ ფორმატში შეხვდებიან. საქართველოსა და ესტონეთის პირველი პირები მედიისთვის ერთობლივ პრესკონფერენციასაც გამართავენ. ვიზიტის მეორე დღეს, ტოომას ჰენდრიკ ილვესი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს და პარლამენტის თავმჯდომარეს, დავით უსუფაშვილს შეხვდება. ესტონეთის პრეზიდენტი საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს. დაგეგმილია ტოომას ჰენდრიკ ილვესის სიტყვით გამოსვლა საქართველოს ატლანტიკურ საბჭოზე. ვიზიტის ფარგლებში ორი ქვეყნის პრეზიდენტები მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ ორგანიზაბულ ღონისძიებაში.
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)