|
2015-06-01 18:22:52, 390 ნახვა
საზოგადოება
სახალხო დამცველის თქმით, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მდგომარეობა მაქსიმალურად გაუმჯობესებულია
საქართველოს სახალხო დამცველმა 2014 წლის ანგარიშში პენიტენციურ სისტემაში განხორციელებულ დადებით ცვლილებებზე გაამახვილა ყურადღება. უჩა ნანუაშვილის თქმით, სასჯელაღსრულების სისტემაში გატარებული რეფორმები უნდა გამოიყოს, როგორც დადებითი ტენდენცია და სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მდგომარეობა მაქსიმალურად გაუმჯობესებულია. ანგარიშში აღიშნულია, რომ პოლიტიკური ნებისა და გატარებული რეფორმების წყალობით, პატიმართა წამება და არასათანადო მოპყრობის ფაქტები მთავარ გამოწვევას აღარ წარმოადგენს. საქართველოს სახალხო დამცველი მიესალმა სასჯელაღსრულების სისტემაში დაგეგმილ ინსტიტუციურ რეფორმას და ყურადღება გაამახვილა 2014 წლის განმავლობაში პატიმრობის კოდექსში შესულ ცვლილებებზე, რომელთა თანახმადაც, უსაფრთხოების რისკის მიხედვით, განისაზღვრა ოთხი ტიპის დაწესებულება, სადაც პატიმრებს აქვთ დიფერენცირებული უფლებრივი მდგომარეობა და მათი უფლებრივი მდგომარეობა საკანონმდებლო დონეზე გაუმჯობესდა. უჩა ნანუაშვილმა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო საქართველოს სახალხო დამცველს/სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრს ანიჭებს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ფოტოგადაღების განხორციელების უფლებამოსილებას. სახალხო დამცველმა პოზიტიურად შეაფასა პენიტენციური ჯანდაცვის რეფორმა და მოცემული მიმართულებით გაზრდილი დაფინანსება, რამაც შესაძლებელი გახადა სამედიცინო პერსონალისათვის ხელფასების გაზრდა და პირველადი ჯანდაცვის ყველა დაწესებულებაში ხელმისაწვდომობა, სასჯელაღსრულების ცენტრალური საავადმყოფოს გახსნა, ტუბერკულოზის სამკურნალო და სარეაბილიტაციო ცენტრის განახლება, C ჰეპატიტის პრევენციის, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის პროგრამის დაწყება. უჩა ნანუაშვილი მიესალმება რეფორმით შემოთავაზებული ინიციატივას, რომელიც განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს სარეაბილიტაციო პროგრამების გაძლიერებას. ასევე, რიგ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში გაუმჯობესებულ გარემოსა და სანიტარიულ-ჰიგიენურ მდგომარეობას. ქვეყნის მთავარმა უფლებადამცველმა ცალსახად წინგადადგმულ ნაბიჯად მიიჩნია მსჯავრდებულთა რისკების შეფასებისა და პერიოდული გადაფასების სისტემის შემოღება. მიესალმა სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს ინიციატივას, დარეგულირდეს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში ვიზუალური ან/და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობისა და კონტროლის საკითხი. სახალხო დამცველი, ასევე ,პოზიტიურად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ ადმინისტრაციული პატიმრობის ვადა 90 დღიდან 15 დღემდე შემცირდა. უჩა ნანუაშვილის თქმით, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში დასაქმებულ პატიმართა რაოდენობის გაზრდა (2012 წელს -102 მსჯავრდებული, 2014 წელს - 804 მსჯავრდებული ) მისასალმებელია და აუცილებელია ამ დადებითი ტენდენციის შემდგომი გაძლიერება. როგორც სახალხო დამცველი აღნიშნავს, 2014 წელს დასრულდა პენიტენციური ჯანდაცვის 18 თვიანი სამოქმედო გეგმის განხორციელება, რომელიც ევროსაბჭოს წარმომადგენლებმა პოზიტიურად შეაფასეს. სახალხო დამცველის ანგარიშში, ასევე,მითითებულია, რომ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სამმართველო თავად ცდილობს გამოავლინოს სამედიცინო მომსახურების მიწოდების ხარვეზები, რაც 2013 წლის საპარლამენტო ანგარიშში ერთ-ერთ რეკომენდაციად იყო მოცემული. საქართველოს სახალხო დამცველი ასევე მიესალმება ქალი პატიმრების პირობით ვადამდე გათავისუფლების მზარდ პრაქტიკას და დადებითად აფასებს N 5 ქალთა დაწესებულებაში დისციპლინური სახდელის სახით სამარტოო საკანში მსჯავრდებულთა მოთავსების შემცირებულ სტატისტიკას. უჩა ნანუაშვილის განცხადებით, პენიტენციურ სისტემაში აღინიშნება პროგრესი და ბევრი შენიშვნა, რომელიც გასული წლის ანგარიშში იყო გაცემული, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ გაითვალისწინა.
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)