11:20 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-09 16:30:28, 1034 ნახვა

კომენტარი
წულუკიანი - შალვა თადუმაძე ჩემი ნათესავი არ არის, მისი შვილის ნათლია ვარ

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მთავარი პროკურორობის კანდიდატ შალვა თადუმაძესთან ნათესაურ კავშირს უარყოფს.

როგორც წულუკიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, იგი თადუმაძის შვილის ნათლიაა.

 „შალვა თადუმაძე ჩემი ნათესავი არ არის, მე მისი შვილის ნათლია ვარ. ის გავიცანი პოლიტიკურ ბრძოლაში 2012 წელს, როდესაც ბიძინა ივანიშვილის გარშემო ჩვენ ვიყავით იურისტების ჯგუფი შემოკრებილი, რომლებმაც „ქართულ ოცნებასთან“ ერთად ვიბრძოლეთ და დავამარცხეთ „ნაციონალური მოძრაობა“. 1 ოქტომბერს ამ ჯგუფში იყო ბატონ არჩილ კბილაშვილი, შალვა თადუმაძე, თქვენი მონამორჩილი, ბატონი ზაქრო ქუცნაშვილი, ბატონი ალექსანდრე ბარამიძე. შეიძლება გამომრჩეს რამდენიმე მნიშვნელოვანი გვარი, მაგრამ ეს იყო საკმაოდ შთამბეჭდავი ჯგუფი იურისტებისა და ასე შედგა ჩვენი ნაცნობობა“,-განაცხადა თეა წულუკიანმა.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებული ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილეა
თიბისი საერთაშორისო ტექნოლოგიური კონფერენცია Change Inspire 2026-ის მთავარი მხარდამჭერია
რუსეთმა შეზღუდა თევზის პროდუქტების მიწოდება ყველა სომხური საწარმოდან
აშშ ვენესუელას მიწისძვრის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად 150 მილიონ დოლარს გამოყოფს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics