23:10 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-09 15:30:24, 824 ნახვა

სამხედრო
საზღვაო სწავლება „Sea Breeze 2018“ ოფიციალურად გაიხსნა

უკრაინაში მრავალეროვნული საერთაშორისო საზღვაო სწავლება „Sea Breeze 2018“ დღეს ოფიციალურად გაიხსნა. აშშ-უკრაინულ სწავლებაში ნატოს წევრი და პარტნიორი, ასევე, შავი ზღვის აუზის ქვეყნების სამხედრო-საზღვაო ძალების წარმომადგენლები მონაწილეობენ.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, საქართველოს შეიარაღებული ძალებიდან სწავლებაში 50 სამხედრო მოსამსახურეა ჩართული.

 ოდესის რეგიონის საზღვაო აკვატორიაში მიმდინარე სწავლებაში საქართველოსთან ერთად მონაწილეობენ: დანიის, ბულგარეთის, დიდი ბრიტანეთის, საბერძნეთის, თურქეთის, კანადის, ესტონეთის, მოლდავეთის, ლიტვის, ნორვეგიის, შვედეთის, პოლონეთის, რუმინეთის შეიარაღებული ძალების მცურავი საშუალებები, საზღვაო ავიაცია, საბრძოლო მყვინთავები და საზღვაო ქვეითი ქვედანაყოფები.

ყოველწლიური მრავალეროვნული სწავლების მიზანს საზღვაო უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ასევე, შავი ზღვის აუზისა და პარტნიორი ქვეყნების სამხედრო-საზღვაო ძალებს შორის ურთიერთთანამშრომლობისა და კოორდინაციის გაუმჯობესება წარმოადგენს. ქართველი ოფიცრები, უცხოელ კოლეგებთან ერთად, ოდესის სამხედრო-საზღვაო ბაზაზე მდებარე მრავალეროვნული ადმინისტრაციული შტაბიდან ხმელეთსა და ხომალდებს შორის კოორდინირებას, ძალთა მართვასა და კონტროლს განახორციელებენ.

სწავლების მიმდინარეობის ფარგლებში ქართველი სამხედრო მოსამსახურეები ცოდნას აიმაღლებენ ოპერაციების მართვისა და ინფორმაციის გაცვლის შესაძლებლობებში, ასევე, მიიღებენ გამოცდილებას როგორც წყალზედა, წყალქვეშა, ნაღმსაწინააღმდეგო, ამფიბიური და ჰაერსაწინააღმდეგო მოქმედებების მიმართულებებით.

უკრაინაში მრავალეროვნული საერთაშორისო საზღვაო სწავლება „Sea Breeze 2018“ 22 ივლისამდე გაგრძელდება.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
ავსტრიამ ორჯერ ჩაჭრა აშშ-ის საჰაერო ძალების თვითმფრინავები ფრენის ნებართვის გარეშე
ტელეკომპანია „დოჟდის“ მთავარ რედაქტორს ტიხონ ძიადკოს „ყალბი ამბების“ საქმეში რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics