|
2015-06-01 17:03:20, 429 ნახვა
პოლიტიკა
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ საარჩევნო ადმინისტრაციას ზუგდიდისა და სენაკის მუნიციპალიტეტებში საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატების შუალედური არჩევნების მაღალ დონეზე ჩატარებისთვის მადლობას უხდის. ამის შესახებ პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. ამასთან, პარტია „ქართული ოცნების“ კანდიდატებს არჩევნებში დამაჯერებელ გამარჯვებას ულოცავს. "შუალედურმა არჩევნებმა დაადასტურა, რომ 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ „ქართული ოცნებისადმი“ მოსახლეობის მხარდაჭერა იზრდება. მოსახლეობა არ ექცევა სიცრუის მანქანის გავლენის ქვეშ და სათანადოდ აფასებს იმ პროგრესს, რომელიც ქვეყანამ უკანასკნელი ორწელიწადნახევრის განმავლობაში დემოკრატიის, ადამიანის უფლებების დაცვის, ეკონომიკური განვითარებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის მიმართულებით განიცადა. მოსახლეობის მიერ გამოცხადებული ნდობა ჩვენთვის არის უმნიშვნელოვანესი სტიმული, რათა კიდევ უფრო გავაძლიეროთ ჩვენი ძალისხმევა ქვეყნის განვითარების ყველა მიმართულებით. პარტიის ახალმა აღმასრულებელმა გუნდმა წარმატებით გაიარა პირველი საარჩევნო ტესტი და დაამტკიცა, რომ აქვს სამართლიან საარჩევნო გარემოში დამაჯერებელი წარმატების მიღწევის სერიოზული და მზარდი რესურსი, რომელიც პარტიის რეგიონული სტრუქტურების რეორგანიზაციის პროცესის დასრულების შემდეგ, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ უპირობო და დამაჯერებელ გამარჯვებას უზრუნველყოფს",-ნათქვამია პარტია "ქართული ოცნების" განცხადებაში.
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)