11:20 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-07 17:51:24, 955 ნახვა

კომენტარი
სუბარი: ზარალი ყველას აუნაზღაურდება, პირველ რიგში მათ, ვისი სახლებიც დაზიანდა

ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის სოზარ სუბარის ინფორმაციით, სოფელ ჭუბერში სტიქიის განმეორების საფრთხე აღარ არსებობს.

როგორც მინისტრმა განმარტა, მიუხედავად იმისა, რომ წყლის დონემ იკლო, მისი ძლიერი ნაკადი სხვადასხვა ადგილას გარკვეულ პრობლემებს მაინც ქმნის.

"გზა, რომელიც წყალმა დილით წაიღო, უკვე აღვადგინეთ და მოძრაობა არის შესაძლებელი, თუმცა იმ ადგილას და კიდევ რამდენიმე მონაკვეთზე მდინარემ გზის საფარი წაიღო. შესაბამისად ახლა მიმდინარეობს ამ ადგილების გამაგრება. პარალელურად 3 ოჯახი საფრთხის წინაშეა. ჯერჯერობით ვერ ხერხდება მძიმე ტექნიკის გადაყვანა იმ ნაწილში, რომ მდინარე კალაპოტში ჩავსვათ და ამ ოჯახებს დავეხმაროთ. ტერიტორიაზე შემოდის დამატებითი მძიმე ტექნიკა. ასევე ჩვენ დაგვიკავშირდნენ, საოჯახო სასტუმროდან, რომელიც სოფლის დასაწყისში მდებარეობს და არის მოწყვეტილი. იქ 30-მდე ადამიანი იმყოფება და მათ არაფერი უჭირდათ, მაგრამ დღეს დაგვიკავშირდნენ და გვითხრეს, რომ ქალბატონი გახდა ცუდად. ცოტა ხანში გადაფრინდება ვერტმფრენი და ქალბატონს თავის შვილიშვილთან ერთად გადმოიყვანს. ამ ოჯახში ასევე მივიტანთ საკვებს", - განაცხადა სუბარმა.

რაც შეეხება ზარალის დათვლას, მისი თქმით, ჯერჯერობით უცნობია ზარალის რა ოდენობაზეა საუბარი.

"ყველა ადამიანს აუნაზღაურდება ზარალი რომელიც განიცადეს, პირველ რიგში მათ ვისი სახლებიც დაინგრა ან დაზიანდა. ზარალის ოდენობაზე ჯერჯერობით ვერ ვილაპარაკებ. დათვლა დაიწყება მას შემდეგ, როდესაც საფრთხეები მოიხსნება. თუმცა პარალელურად ვის რა ტიპის ზარალი დაატყდა, ამის შესახებ ინფორმაცია გვაქვს", - აღნიშნა სოზარ სუბარმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებული ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილეა
თიბისი საერთაშორისო ტექნოლოგიური კონფერენცია Change Inspire 2026-ის მთავარი მხარდამჭერია
რუსეთმა შეზღუდა თევზის პროდუქტების მიწოდება ყველა სომხური საწარმოდან
აშშ ვენესუელას მიწისძვრის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად 150 მილიონ დოლარს გამოყოფს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics