13:00 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-05 19:53:10, 785 ნახვა

კომენტარი
სუბარი - ჭუბერში ჰესი აშენებული რომ ყოფილიყო, წყლის ნაკადს პირიქით შეაკავებდა

ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი, მდინარე ნენსკრას ადიდებას ჰესის მშენებლობას არ უკავშირებს.

"მომხდარს ჰესის მშენებლობას არ ვუკავშირებ. ჰესი აშენებული, რომ ყოფილიყო პირიქით შეაკავებდა ამ ნაკადს, რადგან მდინარე საიდანაც წამოვიდა, ის ადგილი არის ჰესისთვის განკუთვნილი ტერიტორიის მაღლა", - განმარტა მინისტრმა.

სუბარმა სოფელ ჭუბერში არსებულ ვითარებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება. მისივე თქმით, ადგილზე მძიმე ტექნიკას ელოდებიან, რის შემდეგაც გზების აღდგენითი სამუშაოები დაიწყება.

"საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელთან გიორგი მღებრიშვილთან ერთად შემოვიარეთ მთელი ხეობა. ხეობა არის ძალიან დიდი, სიგრძეში დაახლოებით 40 კილომეტრი და მის ასევე არის ძალიან ბევრი გვერდითი ხეობა, საიდანაც მოხდა დიდი წყლის ნაკადის ჩამოსვლა. შემიძლია ვთქვა, რომ ამ წუთისთვის ძირითადი საფრთხე გადავლილია. მე პირადად ამ მდინარის პირას ვარ გაზრდილი, აქ ვცხოვრობდი და ბავშვობა აქ მაქვს გატარებული, თუმცა მსგავსი არაფერი მინახავს. წყლის ნაკადი არის შემცირებული, პრაქტიკულად განახევრდა. სოფელში წაღებულია თითქმის ყველა ხიდი და გზის რამდენიმე მონაკვეთია. ტექნიკა გზაშია და ძალიან მალე დაიწყება გზის აღდგენითი სამუშაოები. საჭირო იქნება რამდენიმე ადგილას მდინარის თავის კალაპოტში დაბრუნება, რადგან ზოგიერთი ოჯახი პრაქტიკულად კუნძულზე დარჩა. რაც ყელაზე მთავარია ადამიანური მსხვერპლი არ არის. 6 ადამიანი არის მთაში, ისინი არიან მოწყვეტილები, თუმცა მათ საფრთხე არ ემუქრებათ", - განაცხადა სოზარ სუბარმა.

რაც შეეხება ზარალს, მინისტრის თქმით, ზარალის დათვალა ჯერ არ დაწყებულა და აღნიშნულ საკითხზე მუშაობას შესაბამისი უწყებები ხვალიდან შეუდგებიან.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე დააკავეს
NGO-ები: წლებია, წამებას და არასათანადო მოპყრობას სახელმწიფო პოლიტიკურ იარაღად იყენებს
საია-ში განმარტავენ, რას ეხება მზია ამაღლობელის საქმეზე სტრასბურგში წარდგენილი მე-4 სარჩელი
ყალბი რეკლამით მოქალაქეებს ბინების მშენებლობა-რემონტს სთავაზობდნენ, მიისაკუთრეს 242 000 ლარი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics