|
2018-07-05 15:38:22, 3549 ნახვა
სპორტი
შავგულიძე: საზოგადოებამ ხელიდან გაუშვა შანსი, მთავარი პროკურორი მათგან მხარდაჭერილი ყოფილიყო
პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარე, მთავარი პროკურორობის კანდიდატი შალვა შავგულიძე მიიჩნევს, რომ საზოგადოებამ ხელიდან გაუშვა შანსი, მთავარი პროკურორის თანამდებობაზე ფართოდ მხარდაჭერილი კანდიდატი წარედგინა. როგორც მედიაცენტრ “მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე შალვა შავგულიძემ დღეს განაცხადა, ცოტა ხნის წინათ, ხელისუფლება ძლიერი საპროტესტო გამოსვლების წინაშე სწორედ პროკურატურის ცუდი საქმიანობის გამო დადგა. მისი თქმით, იმდენად ძლიერი იყო პროტესტი, რომ ხელისუფლება იძულებული გახდა და მთავარი პროკურორი შესწირა. “ამით ხელისუფლებამ საზოგადოებას უთხრა, რომ მზად არის საზოგადოებრივი, მაღალი ნდობით აღჭურვილ პირთაგან განიხილოს ახალი მთავარი პროკურორობის კანდიდატი. ამ შემთხვევაში საზოგადოებას მართებდა უფრო მეტი აქტიურობა, მაგრამ ის თითქოს მოუმზადებელი იყო ასეთი საჩუქრისთვის ხელისუფლების მხრიდან”, – მიაჩნია შალვა შავგულიძეს. მისი აზრით, ოპოზიციას, არასამთავრობო სექტორს, სამეცნიერო-აკადემიურ წრეებს უფრო მეტად უნდა ეაქტიურათ და წარედგინათ მათი ნდობით აღჭურვილი კანდიდატები, ხელისუფლება უნდა დამდგარიყო იმ რეალობის წინაშე, რომ საზოგადოების მიერ წარდგენილი კანდიდატებიდან აერჩია მთავარი პროკურორი. “3-4 კარგი კანდიდატი, კვალიფიციური იურისტები საქართველოში მოიპოვება, თუ იქნებოდა წარდგენილი, ხელისუფლება მართლაც იძულებული გახდებოდა განეხილა ეს კანდიდატურები, ან გადაიხდიდა ძალიან დიდ პოლიტიკურ ფასს”, – აცხადებს იგი. შავგულიძის თქმით, შესაცვლელია “პროკურატურის შესახებ” კანონი, რომელიც იუსტიციის მინისტრს შესაძლებლობას აძლევს მთავარ პროკურორად წარადგინოს არანაკლებ 3 კანდიდატისა. ” კანონი “პროკურატურის შესახებ”, რომელიც მმართველმა პარტია “ქართულმა ოცნებამ” რამდენიმე წლის წინ მიიღო, არის ძალიან ცუდი და საჭიროებს გამოსწორებას. ჯერ კიდევ პარლამენტის წევრი ვიყავი, როდესაც ამ კანონს იღებდა პარლამენტი და ვეწინააღმდეგებოდი მის მიღებას. გვქონდა კომუნიკაცია ვენეციის კომისიასთან და ამ კომისიის დასკვნაც გვაქვს ძალიან უარყოფითი და ნეგატიური. მთელი პასუხისმგებლობით ვიტყვი, რომ, ალბათ, ყველაზე ნეგატიური დასკვნა, რაც მინახავს ვენეციის კომისიის არის პროკურატურის ამ კანონზე, რომელშიც პირდაპირ არის ნათქვამი, რომ ეს კანონი არ პასუხობს პროკურატურის დეპოლიტიზაციის მიზანს და უფრო მეტად აკონკრეტებს, რომ მმართველი პოლიტიკური ძალის გავლენა მთავარი პროკურორის დანიშვნისა და გათავისუფლების საკითხში მთავრობისა და საპარლამენტო უმრავლესობის სახით შეუზღუდავია და პოლიტიზირებულია ინსტიტუციურად”, – აცხადებს შავგულიძე.
ევროპარლამენტი ევროკავშირში VPN-ების შეზღუდვას განიხილავს
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)