|
2015-06-01 15:56:16, 340 ნახვა
პოლიტიკა
ირინე იმერლიშვილი: სამწუხაროა, რომ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა თანამდებობა მოქალაქეობაზე გაცვალა
„ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა თანამდებობა მოქალაქეობაზე გაცვალა“,-ამის შესახებ ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა ირინე იმერლიშვილმა ჟურნალისტებს მიხეილ სააკაშვილის მიერ უკრაინის მოქალაქეობის მიღების კომენტირებისას განუცხადა. იმერლიშვილის თქმით, არც ერთ სხვა პრეზიდენტს მსგავსი რამ არ გაუკეთებია. „ცხადია, სააკაშვილის დანიშვნა უკრაინის მხარის გადასაწყვეტია, მაგრამ რაც შეეხება მოქალაქეობას, ამას თავისი პროცედურები აქვს. დაველოდოთ. მე ცხადია პრეზიდენტის მაგივრად ვერ ვისაუბრებ, თუმცა საქართველოს პრეზიდენტმა გუშინ გააკეთა კომენტარი, რომ ეს იყო საქართველოს შეურაცხყოფა, რომ ყოფილმა პრეზიდენტმა პრაქტიკულად დატოვა საქართველოს მოქალაქეობა, ვინაიდან მან ძალიან კარგად იცის, რომ ეს ავტომატური პროცედურაა. მიუხედავად იმისა, რომ აქტია გამოსაცემი, ჩვენი კანონდებლობით, როდესაც ჩვენი მოქალაქე იღებს სხვა ქვეყნის მოქალაქეობას, მას უწყდება საქართველოს მოქალაქეობა. დაველოდოთ პროცედურებს. სამწუხაროა, რომ საქართველოს პრეზიდენტმა, არც ერთ სხვა პრეზიდენტს მსგავი რამ არ გაუკეთებია, თანამდებობა მოქალაქეობაზე გაცვალა“,-განაცხადა იმერლიშვილმა.
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)