19:54 - 21 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-04 16:06:09, 1041 ნახვა

სამართალი
ზვიად კუპრავა სოფო კილაძის მიმართ გამოძიების დაწყებას ითხოვს

„სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის“ ხელმძღვანელი ზვიად კუპრავა პროკურატურას მიმართავს და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო კილაძის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას ითხოვს.

 საქმე ეხება საგამოძებო კომისიაზე კილაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომელიც კუპრავას ვილნიუსში ვიზიტს უკავშირდებოდა.

 კუპრავას აინტერესებს, საიდან აქვს დეპუტატს ეს ინფორმაცია.

„სარალიძის საქმეზე შქმნილ საპარლამენტო კომისიაზე, კომისიის წევრმა სოფიო კილაძემ მითხრა, რომ რამოდენიმე კვირის წინ, მაშინ როდესაც იყო ძალიან დაძაბული სიტუაცია, მე ორი დღით წავედი ვილნიუსში.

აღნიშნულის შესახებ მე არ განმიცხადებია საჯაროდ, არ გადამიღია ფოტოები და მითუმეტეს არაფერი მითქვამს სოფიო კილაძისთვის.

შესაბამისად, საინტერესოა თუ საიდან ჰქონდა მას ეს ინფორმაცია?!

მინდა შევახსენო ქალბატონ სოფოს, რომ საკუთარი ქვეყნის სპეცსამსახურების მიერ, უცხო ქვეყანაში თვალთვალი არის დანაშაული, ჯაშუშობა.

მადლობა მას, გომელაურის და მისი უწყების დასმენისთვის.

ხვალ, 11 საათზე შემაქვს განცხადება დიღომში თბილისის პროკურატურაში და მოვითხოვ გამოძიების დაწყებას აღნიშნულთან დაკავშირებით“, - წერს ზვიად კუპრავა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics