01:40 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-01 15:17:10, 495 ნახვა

საზოგადოება
დანაშაულის პრევენციის ცენტრმა ბენეფიციარების შვილებს ბავშვთა დაცვის დღე მიულოცა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრმა“ ბენეფიციარების შვილებს და ახალგაზრდული პროგრამების მოსწავლეებს ბავშვთა დაცვის დღისადმი მიძღვნილი სპორტულ-გასართობი პროგრამა შესთავაზა.

ღონისძიება „ბულბულების ჭალაში“ გაიმართა, რომელსაც „დიდი თამაში“ ეწოდება. ეს არის  „ფორტ ბოიარდის“ მსგავსი სათავგადასავლო თამაში, რომელშიც   5-6 მონაწილისგან დაკომპლექტებული გუნდები მონაწილეობდნენ. „დავალება“ გუნდის ან მისი ცალკეული წევრის მიერ გადასალახ ინტელექტუალური, ფიზიკური ან კრეატიული სახის წინაღობას წარმოადგენდა.

დანაშაულის პრევენციის ცენტრის ყოფილ პატიმართა რეაბლიტაციისა და რესოციალიზაციის სამმართველოს უფროსის ნინო ბისეიშვილის განცხადებით,  სპორტულ-გასართობი პროგრამით პატარებს სათავგადასავლო და შემეცნებითი ერთობლიობა შევთავაზეთ.

„ფიზიკური და ინტელექტუალური შეჯიბრი მხიარულად წარიმართა. დღეს ყველა მონაწილე გამარჯვებულად დასახელდა. ჩვენ პატარებს ერთი მხიარული დღე ვაჩუქეთ“, - აღნიშნა ნინო ბისეიშვილმა.

ღონისძიება  არაფორმალური განათლების ახალგაზრდულმა ცენტრმა ,,მზიანმა სახლმა“ ჩაატარა, რომელმაც მონაწილეთა კვებაც უზრუნველყო. იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრი უკვე ტრადიციულად, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, პატარებს გასართობ-შემეცნებითი პროგრამით ულოცავს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics