|
2018-07-03 11:28:54, 501 ნახვა
რეგიონი
წელს აჭარაში 100 წელი 6 მოქალაქეს შეუსრულდა
აჭარაში 100 წელი კიდევ ერთ მოქალაქეს შეუსრულდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შადიე ხოზრევანიძე ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დიდაჭარის მკვიდრია. უხუცეს ქალბატონს 100 წლის იუბილე ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა მელაძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ ჯუმბერ დიმიტრაძემ მიულოცეს და აჭარის ა.რ. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროგრამის ფარგლებში 1000 ლარი გადასცეს. „100 წელს გადაცილებულ მოქალაქეთა ერთჯერადი მატერიალური დახმარების“ პროგრამას სამინისტრო 2004 წლიდან ახორციელებს. 2014 წლამდე თითოეულ მოქალაქეზე 500 ლარი გაიცემოდა, 2014 წლის შემდეგ თანხის ოდენობა გაიზარდა და 1000 ლარს შეადგენს. ამჟამად აჭარაში 100 წლისა და 100 წელს გადაცილებული 33 მოქალაქე ცხოვრებს. ყველა მათგანი ქალბატონია. ყველაზე უხუცესი კი ხულოს მუნიციპალიტეტის მკვიდრი, 112 წლის ფიქრიე ირემაძეა. წლის ბოლომდე 100 წელის კიდევ 5 მოქალაქეს შეუსრულდება.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)